-
2015-03-09 00:41
ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების ხსოვნისადმი პატივისცემა მათმა თანატოლებმა სასწავლებლიდან "ფეისბუქშიც" გამოხატეს - მათ პროფილის ფოტოები საქართველოს სახელმწიფო დროშით ჩაანაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ ტრაგიკული ავტოავარია ნიუ-ჯერსიში მოხდა, სადაც 23 და 24 წლის ქაღთველი კურსანტები დაიღუპნენ.
ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.
რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43