ქურდულ სამყაროში დიდი დაპირისპირება მწიფდება - 12 ადამიანს ქურდის სტატუსი შეუჩერეს

Image

გავრცელებული ინფორმაციით, „კანონიერმა ქურდმა“ შაქრო კალაშოვმა  დედ ჰასანის კლანში გაურკვეველი გზით შეპარული ,,ვირთხების“ წმენდა დაიწყო.

 

ამ მიზნით მოსკოვში ე.წ. ,,სხოდკა“ ჩატარდა, რომლის გადაწყვეტილებითაც 12 ადამიანს ქურდის სტატუსი შეუჩერეს.

 

მათი უმრავლესობა სამუდამოდ დაემშვიდობა ,,ქურდულ სტატუსს“, ხოლო ზოგიერთი მათგანი, როგორც გაირკვა, არასოდეს ყოფილა ამ ,,ტიტულის“ მატარებელი, რაც მათ ,,სამაზვანეცობაში“ ჩაუთვალეს.

 

კალაშოვის მიერ არაქურდად დატოვებული საშა კუშნერი, გილან სედოი, შამილი და არმენ ხოხოლი, ქურდულ ტიტულს ასლან უსოიანის სიცოცხლეში ფლობდნენ.

 

როცა არმენს კითხეს, თუ ვინ დარჩა ცოცხალი, ვინც მისი საკითხი ,,მოაგვარა“, აღმოჩნდა, რომ მის მიერ დასახელებული ავტორიტეტები, მას საერთოდ არ იცნობდნენ. რაც შეეხება ოლეგ ცირკაჩს, მან საკუთარი სახელის დაცვა ქურდული წესით შეძლო.

 

ყველაზე კურიოზული კი ნიკა გაგრინსკის შემთხვევა იყო, რომელიც საკუთარ თავზე აცხადებდა, რომ ის ჯერ კიდევ დედ ჰასანის დროს 2012 წლიდან ატარებდა ,,ქურდის ტიტულს“. როგორც აღმოჩნდა, დედ ჰასანის სიკვდილის შემდეგ, მასზე პასუხისმგებლობას არავინ იღებდა. გაგრინსკის ის ხალხიც კი განუდგა, რომელიც ცოტა ხნის წინ მას საკუთარი ინტერესებისთვსი იყენებდა.

 

შაქრო კალაშოვის ,,დიდი ქურდული წმენდა“ შეეხოთ გისოსებს მიღმა მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსაც, მათ შორის არიან ლექსო გალსკი, ბესო რუსტავსკი, არტიომ ლიეცკი და შარაპი. ეს ოთხეულიც ე.წ. ,,პრაშლიაკებში“ აღმოჩნდნენ.

 

წმენდის ბოლო აკორდი აზრბაიჯანული კლანი იყო. გული და მისი უმცროსი ძმა ნამიკი, ასევე მათ მიერ ერთობლივად ,,მონათლული“ რაფეტი და ჯეიჰუნი. როგორ ამბობენ, ნამიკის საკითხი საბოლოოდ არ არის დახურული.

 

newposts.ge 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !