-
2015-03-07 22:41
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას, ნიუ-ჯერსში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამერიკაში საქართველოს საელჩოს სამხედრო ატაშემ ვეფხია ჩალადაშვილი აღნიშნა, რომ ქართველი კურსანტები ნიუ-ჯერსში, სამხედრო აკადემიაში სწავლობდნენ.
მათი ასაკი 20-23 წელია.
„დაღუპულთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს“, - განაცხადა ვეფხია ჩალადაშვილმა.
მისივე თქმით, იგი ვაშინგტონიდან ნიუ-ჯერსში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება და დამატებით დეტალებს ადგილზე გაარკვევს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43