პაატა ჩლაიძე ძმებ თორაძეებს: „დაიჩაგრებით... ოჯახში კუბო რო დაიდგმევა, მაგას არაფერი გამოასწორებს...“

Image

1992 წლის მარტში თბილისში, ვერის სასაფლაოსთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელიც თორაძეების სამეზობლოში გაგრძელდა და 5 ძმა თორაძე, ასევე მათი დედ-მამა შეეწირა, ტყუილ-მართალი, ჭორი და სიმართლე დღემდე ერთმანეთშია არეული.

 

23 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას, მის წინაისტორიასა და სხვა დეტალებს ხელახლა აცოცხლებს ის ფაქტი, რომ ამჯერად ტრაგედიაზე თამარ თორაძე - დაღუპული ძმების და ალაპარაკდა. მან წიგნი „ვერელი თორაძეები“ დაწერა და მისი ელექტრონული ვერსიის გაყიდვას აპირებს.

 

როგორც „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, წიგნი ბავშვობაში წარმოებული დღიურების მიხედვით დაწერა. ტრაგედიიდან ცოტა ხანში თამუნა თორაძემ ქვეყანა დატოვა და თავი აშშ-ს შეაფარა, ხოლო ძმების მკვლელობის შემდეგ გადარჩენილი დები მონასტერს აფარებდნენ თავს.

 

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ფაქტი, რომ თამარ თორაძემ ვიდეოპორტალებზე თორაძეებთან სახლში მესამედ (!) მისული ე.წ. კანონიერი ქურდის პაატა ჩლაიძისა („ჩლაო“) და მისი მეგობრების ძმებთან საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

 

„მე უკვე დავიბენი“, - ამბობს ჩანაწერში პაატა ჩლაიძე, რომელიც თორაძეებს ბოროტებთან შერიგებას სთხოვდა. თორაძეები შერიგების წინააღმდეგ მიდიან. განსაკუთრებით იმედო თორაძე აქტიურობს.

 

როგორც ირკვევა, ჩანაწერი 1992 წლის თებერვალშია გაკეთებული, ანუ თორაძეების ამოხოცვამდე რამდენიმე კვირით ადრე. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ დაპირისპირება თორაძეებსა და ე.წ. ბოროტებს შორის („ვერის საძმო“) ამ ჩანაწერამდე ოთხი თვით ადრე დაიწყო, როცა ბოროტებმა ძმებს მოსთხოვეს, საბურთალოზე ჩვენიანებს აწუხებთ და შეეშვითო.

 

ძმებმა ულტიმატუმის ტონი იუკადრისეს. როგორც ირკვევა, ერთერთ თორაძეს ხელი „ბოროტების“ ცნობილმა წევრმა ლერი სულაბერიძემ დაარტყა და დანაც გაუხსნა, რასაც ძმების პასუხი მოჰყვა. ამის შემდეგ თორაძეებმა კალანადაძეზე შეკრებილი „ბოროტები“ დაშალეს... მტრობამ აშკარა და გამოკვეთილი ხასიათი შეიძინა.

 

ჩანაწერში ნახსენებია ვინმე ბერდია („ბედო“), რომელმაც ნაჩხუბართა შერიგება გადაწყვიტა. ძმების მონაყოლის მიხედვით, მან თორაძეებს უთხრა, რომ დღეს ქურდი გახდა და არ უნდა, ეს დაპირისპირება მისკენ ნასროლი ისარი იყოს, ამიტომაც ძმები მეორე დღეს „ბოროტებთან“ სალაპარაკოდ დაიბარა, თან გააფრთხილა, იარაღი არ უნდა გქონდეთ, ისინიც უიარაღოდ იქნებიანო.

 

ძმები შეხვედრაზე მართლაც, უიარაღოდ მივიდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ბედომ“ მოლაპარაკების გასაგრძელებლად  თავის სახლში ასვლა შესთავაზა, ძმებს მოულოდნელად დაესხა თავს 30-დე შეიარაღებული პირი.

 

ვერსიას (ამ ვერსიას პაატა ჩლაიძეც უჭერდა მხარს), თითქოს შეიარაღებული პირები „ბედოს“ „გადაახტნენ“, ანუ დაპირდნენ, რომ შეხვედრაზე იარაღს არ მიიტანდნენ, მაგრამ პირობა არ შეუსრულეს, ძმები თორაძეები არ იზიარებენ. მათი თქმით, შეიარაღებულები სწორედ „ბედოს“ სახლიდან გამოცვივდნენ.

 

ამის შემდეგ განვითარებულ ამბებზე თავად თორაძეები ჰყვებიან: მათი თქმით, კონდახები ურტყეს, ჯიბიდან 200 მანეთი ამოაცალეს, მუხლებზე დაჩოქება მოსთხოვეს, „გაპიდარასტებით“ ემუქრებოდნენ, ხოლო შემდეგ ცარიელი მანქანა „ზარალამ“ დაცხრილა და მაგნიტოფონი და კასეტები, ასევე ხმის გამაძლიერებელი ამოიღო.

 

თორაძეები უარს ეუბნებიან სტუმრებს „ბოროტებთან“ პატიებასა და შერიგებაზე: „...დამხვდეს ქუჩაში და დამჭრას კაცურად ძმაო, ბაზარი არაა, ესენი „მალალეტკებივით“ მოიქცნენ, იმენა კინოში ნანახი ცუდი რაღაცეები აქვთ ნასწავლი, ვის აკვირვებენ ესენი ავტომატით, ბიჭო, 12 წლის ვიყავი, ავტომატი რომ მეჭირა ხელში...“, - ამბობს ერთერთი ძმა თორაძე.

 

იმის გამო, რომ ძმები შერიგებაზე უარს ამბობენ, „ჩლაო“(პაატა ჩლაიძე) ღიზიანდება და ამბობს, რომ რომელი მხარეც პირველი გააგორებს კაცს, იმას „ფარშს“ გამოუღებს, ბოლოს კი 17 წლის იმედო თორაძეს ეუბნება, რომ თავისი სიჯიუტით ძმებს და ოჯახს ღუპავს: „თქვენ დაიჩაგრებით და მეცოდებით, ახალგაზრდა ბიჭები ხართ“, - ამბობს პაატა ჩლაიძე, რის შემდეგაც ის და სტუმრები მიდიან.

 

მოვლენები ამ შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ ისევ ტრაგიკულად ვითარდება. თორაძეებმა 3 მარტს მოკლეს კოტე ბიბილაური, მოგვიანებით მათვე დააბრალეს გიორგი რევიშვილის, იგივე „რემკას“ მკვლელობაც, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის თორაძეებს არ მოუკლავთ.

 

3 მარტს თორაძეების ოჯახის წევრებზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო, რომელშიც იმ დროისთვის თბილისში არსებული ყველა კანონიერი თუ უკანონო შეიარაღებული ფორმირება მონაწილეობდა, თავისი მძიმე ტექნიკით და ნიღბიანებით.

 

ვერის სასაფლაოსთან თორაძეების მანქანისთვის გახსნილი ცეცხლის შემდეგ (დაიღუპა თორაძეების დედ-მამა და ერთი ძმა) სპეცოპერაცია სევასტოპოლის ქუჩაზე გაგრძელდა, სადაც ქალაქ თბილისის მაშინდელი კომენდანტი გელა ლანჩავაც მივიდა.

 

საერთო ჯამში, თორაძეების დევნას ცოლ-ქმარ თორაძეების გარდა 5 შვილი ემსხვერპლა. სულ თორაძეებს ხუთი გოგო და ხუთი ბიჭი ჰყავდათ. თამარ თორელი, რომელიც ახალი წიგნის „ვერელი თორაძეები“ ავტორია, 23 წლის წინ 13 წლისაც არ იყო. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !