
4 მარტს „ვარდების“ მოედანზე აქციის გადაღების დროს „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე ცემეს.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, ირაკლი გედენიძეს დაუზიანა ფოტოაპარატი.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა ივანე ბეგიაშვილი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).