„შემოულაწუნე“,„პრემიეროვიჩი“,“პინგვინი“, „ციკნიჭამია“, „ტუტსი“ - პოლიტიკოსთა მეტსახელები

Image

პოლიტიკოსების მეტსახელებზე ხმამაღლა 1990-იანი წლებიდან ალაპარაკდნენ.

 

საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს "მურტალოს" ეძახდნენ, მის შემცვლელს, მუდამ მდუმარე გივი გუმბარიძეს, "მამადუ" შეარქვეს.

 

ედუარდ შევარდნაძეს "თეთრ მელას" ეძახდნენ, ქვეყნის კიდევ ერთ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი  ზოგჯერ "ჰალსტუხჭამიასაც" უწოდებდნენ, "ბი-ბი­სის" ეთერში გასული კადრის გამო.

 

ამჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე, მისივე განცხადებიდან გამომდინარე, „პლასტელინა“ უწოდეს. უკვე საპრეზიდენტოდ გამზადებულს კი შალვა ნათელაშვილმა „შემოულაწუნე“ შეარქვა.

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ტელეწამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა  „პრემიეროვიჩი“ შეარქვა. ბიძინა ივანიშვილს კი, ბოლო ხანს ხშირად “პინგვინის“ სახელით მოიხსენიებენ, დედამიწის სამხრეთ პოლუსის ბინადართა განსაკუთრებული სიყვარულის გამო.

 

ექსპრემიერ­მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, "სახელმწიფოს ხერხემალს" ეძახდნენ. შალვა ნათელაშვილმა კიდევ ერთ ყოფილ პრემიერს, ზურაბ ნოღაიდელს "დაღლილი ვირი" შეარქვა, კობა ხაბაზს კი - "აჭარელი ლუი დე ფიუნესი" უწოდა.

 

ექს-საგარეო საქმეთა მინისტრ  სალომე ზურაბიშვილს მისი ცნობილი ფრაზის გამო „ძიალოგასაც“ ეძახიან, თუმცა ზოგჯერ "ხანუმასაც" უწოდებენ, რადგან ცნობილი კომედიის „ქეთო და კოტეს“ პერსონაჟისა არ იყოს, "მას შემდეგ, რაც მამამ პარიჟში წაიგო, ქართული სულ დაავიცქდა"...

 

ამჟამინდელ ფინანსთ მინისტრ ნოდარ ხადურს „ციკნიჭამიას“ ეძახიან, მის მეგობარ ქალაქის მერ დავით ნარმანიას, თურმე ბავშვობიდან  „სფეროს“ ეძახიან. „თავისუფალ-დემოკრატ“ ირაკლი ალასანიას კარგა ხანია „ხალიანას“ სახელით მოიხსენიებენ.

 

მეტსახელები აქვთ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებსაც, ნინო ბურჯანაძის მეტსახელი "ფქვილოვნა" და "ხორბალოვნაა", თუმცა მას უფრო ხშირად მოიხსენიებენ ცნობილი ფილმის პერსონაჟის სახელით „ტუტსი“, დავით ბაქრაძეს კი - "ჩანგალას“ ეძახიან 2008 წლის ომის დროს გაკეთებული მოწოდების გამო.

  

დეპუტატ გივი თარგამაძის  მეტსახელი "ჩე გივერაა", სხვადასხვა ქვეყანაში ფერადი რევოლუციების გამო, თუმცა,  სანდო წყარომ თქვა, რომ თარგამაძეს ახალგაზრდობაში  უზომო სმის გამო, კიდევ ერთი მეტსახელი ჰქონია - "ეჟვანა“. თანაკურსელები თურმე ხუმრობდნენ, ქალაქგარეთ გასვლისას ეჟვანი უნდა შევაბათ, მთვრალი სადმე არ დაგვეკარგოსო...

  

კიდევ ერთ ყოფილ ჩინოვნიკს, დავით კირკიტაძეს, - "პეჩორინს",  ეძახიან, რადგან  სააკაშვილმა, პარლამენტის დაცვის წევრის ცემის შემდეგ, მას "ჩვენი დროის გმირი" უწოდა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ნამყენი ჩინელი“ შეარქვა, მანვე უზენაესი სასამართლო აწ უკვე ვადაამოწურული თავმჯდომარის  კოტე კუბლაშვილის, იგივე „მარსიანელის“ ძმას პავლე კუბლაშვილს, „მოლაპარაკე თავი“ უწოდა.

 

პარალამენტარ გუბაზ გუბაზ სანიკიძეს „სიზმარას“ ეძახიან,  თინა ხიდაშელსა და მის სპიკერ მეუღლეს, დავით უსუფაშვილს „ბასტისა“ და „ბუბუს“... ირაკლი ბათიაშვილმა „კლიჩკა“ „კარლსონი“ 2011 წლის 26 მაისის მძიმე მოვლენების შემდეგ შეიძინა, როდესაც ამტკიცებდა, რომ სახურავზე იმალებოდა.

 

ninoo.jpg

giga1.jpg

 

kvirispalitra.ge  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !