„მომხმარებლებს გაზის შეყვანის საფასური უნახევრდებათ, რის შესახებაც მოსახლეობამ არ იცის“

Image

„ანტიკორუფციული კავშირის“  ხელმძღვანელის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სემეკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს გაზის შეყვანის საფასური უნახევრდებათ, რის შესახებაც მოსახლეობამ არ იცის.

 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  ბრძანებით, ბუნებრივი აირის აბონენტებს გაზიფიკაცია 600 ლარის ნაცვლად ახლა 400 ლარი დაუჯდებათ.

 

„გასული წლის ნოემბერში სემეკმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ორიენტირებული იყო გაზის აბონენტების ინტერესების დაცვაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ყაზტრანსგაზის“ მიერ გაზის გაყვანა თუ ფიზიკურ პირს ადრე 600 ლარი უჯდებოდა, ახლა 400 ლარი დაუჯდება და კიდევ, ამ ბრძანებაში დევს ასეთი მუხლიც: თუკი 30 სამუშაო დღის მანძილზე „ყაზტრანსგაზი“ ვერ მოახდენს გაზიფიკაციას, დაითვლება ჯარიმა, კომპანია 200 ლარით დაჯარიმდება და მოქალაქე გადაიხდის 200 ლარს“, - აცხადებს ბურჯანაძე.

 

მისივე თქმით, არიან აბონენტებიც, რომელთა ვალიც ,„ყაზტრანსგაზსს“ მართებთ, თუმცა ამის შესახებ მათ არ იციან.

 

„უმრავლესობა სემეკის ამ დადგენილებაზე ინფორმირებული არ არის. ამავდროულად, გეტყვით ამ დადგენილების მიღებით რა მოხდა: კომპანიას გაზის შეყვანის თხოვნით უამრავი ადამიანი მიაწყდა, რამაც „საცობი“ შექმნა.

 

ამის გამო, „ყაზტრანსგაზის“ ტექნიკური სამსახური გაზის გაყვანას ვეღარ ასწრებს და მოქალაქეებს 50 და მეტი დღით უწევთ რიგში დგომა. ამიტომ, აბონენტებს შეუძლიათ, კომპანიისგან შესაბამისი ანაზღაურება მოითხოვონ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

 

„ალია“

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !