„პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ“

Image

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, ქალისთვის მინისტრის თანამდებობა ძალიან დიდი ტვირთია.

იუსტიციის მინისტრი რჩევას აძლევს ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში წასვლას გეგმავენ, ჯერ  ოჯახი შექმნან.

 

„რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ადრინდელისგან.

 

ბევრს მინისტრობა ფუფუნება ან რაიმე ტიპის კომფორტი ჰგონია. მაგრამ სხვაა, თუკი ამას მხოლოდ საქმისადმი ინტერესიდან გამომდინარე აკეთებ და ეს ჩემი შემთხვევაა.  

 

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ქალისთვის არ არის ადვილი, ჯერ დაწყება და მერე თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ.

 

ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში წავლენ, ამის გათვალისწინებას ვურჩევდი. როცა მექნება დრო, აუცილებლად ჩამოვწერ 10-15 წესს იმისთვის, როგორ უნდა გადარჩეს ქალი პოლიტიკაში და იმავდროულად, დარჩეს ქალად. მთავარი წესი კი ოჯახის შექმნაა მანამდე, სანამ საკუთარ თავს პოლიტიკას მიუძღვნი...

 

რაც არ უნდა სასაცილო იყოს, მიყვარს გემრიელად ჭამა. მიყვარს ხორცი, ხინკალი და კუპატი ჩემი საყვარელი კერძებია. ხინკლის მომზადებაც შემიძლია და კუბდარისაც, მაგრამ რაც მინისტრის თანამდებობაზე ვარ, სამზარეულოში მხოლოდ ყავის ან ჩაის დასალევად ვახერხებ შესვლას.

 

შოპინგზე, დროის დეფიციტის გამო, იძულებით მივდივარ, როცა ტანსაცმელი გამიცვდება. სალონში მისვლას ვახერხებ თმის შესაჭრელად და შესაღებად. როგორც ყველა ჩინოვნიკს, მაწუხებს ზურგის ტკივილი და როცა ცოტა დრო მაქვს, იოგას ვარჯიშებს ვაკეთებ“, “, - აღნიშნა თეა წულუკიანმა ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !