რას იხსენებს დედა, რომლის შვილმაც ცოლისა და სიდედრის თვალწინ თავი მოიკლა

Image

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე 27 წლის დათო ქურდაძემ ცოლისა და სიდედრის თვალწინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

დათომ მერი გოგია წელიწად-ნახევრის წინ  შეირთო ცოლად, მაგრამ ისინი ერთად დიდხანს არ ყოფილან, მერი მშობლებთან დაბრუნდა.

 

ამის მიზეზად გოგოს ოჯახი დედამთილთან უთანხმოებას ასახელებს.

 

დათოს დედამ, ლალი ფცქიალაძემ კატეგორიულად უარყო რძალთან უთანხმოება.

 

ლალი ფცქიალაძე:

 

- ტრაგედიის წინა ღამეს, 3 საათზე დათომ დამირეკა და მითხრა: დედა, ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ თავი თუ მოვიკალი, გთხოვ, მეკოს ოჯახს არ დააბრალოო. - რას ამბობ შვილო, არ შემშალო ჭკუიდან, რატომ უნდა მოიკლა თავი-მეთქი? ამ სიტყვების თქმა მოვასწარი და ტელეფონი გამითიშა.

 

მაშინვე დავურეკე დათოს ცოლს,მიპასუხა, - დაბადების დღეზე ვიყავი, იქ ვნახე ცოტა ხნით დათო, ახლა სახლში ვარ და გადავურეკავო. მერე დამირეკა, - არ მპასუხობსო. არც ჩემს ზარს პასუხობდა ჩემი შვილი. მაშინვე გავიქეცი მის მეგობართან, - მიშველე-მეთქი.

 

ყველგან ვეძებდით მთელი ღამე, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. დილის 7 საათზე შემოვედი სახლში. პერიოდულად ირთვებოდა მისი ტელეფონი და ისევ ითიშებოდა. აშკარად, ვიღაცას ელაპარაკებოდა. ამით გულს ვიმშვიდებდი. ვფიქრობდი, რომ სახლში მოვიდოდა. მეორე დღეს ეს საშინელება გავიგე.

 

ეს გოგო სახლიდან ელემენტარული რაღაცის გამო წავიდა: ბაზრიდან დატვირთული ჩანთებით მოვდიოდი, რძალს დავურეკე, - ბარგი მომაქვს და შემომეგებე-მეთქი. მითხრა, - დაქალთან ვარო. - დამალაპარაკე ელენე-მეთქი (ის მათი მეჯვარე იყო). ელენეს ოჯახს წლებია, ვიცნობ. ვუთხარი ელენეს, - შენ რატომ არ მოდიხარ ჩვენთან, ცუდად ხომ არ გხვდებით-მეთქი? - ცუდად ვიყავი და იმიტომ მოვიდა ჩემთან მეკოო. - ჩვენთან მოსულიყავი და მე მოგხედავდი-მეთქი.

 

ის მარტო ცხოვრობს, ძმასთან ერთად, რადგან დედა საზღვარგარეთ ჰყავს. მერიკოს ხმა გავიგე ამ დროს, - გაუთიშე ტელეფონი, რას უხსნი ამდენსო? ეს არ მესიამოვნა და ტელეფონი გავთიშე. მერე ისევ დავურეკე მეკოს, - ელენეს საყვედური არ უთხრა, შენ ოჯახი გაქვს, აქეთ მოვიდეს, წარამარა იქით რომ გეძახიან, ოჯახს ხომ უნდა მიეჩვიო-მეთქი? ტონი არ ამიწევია, ისე ვესაუბრე. სულ გარეთ იყო, სახლში ვერ ჩერდებოდა. საღამოს სახლში რომ არ მოვიდა, დავურეკე, - სად ხარ-მეთქი? მითხრა, - ასე გადავწყვიტე, არ მოვალო. - იყავი რამდენ ხანსაც გინდა შენებთან, ოღონდ კარგად დაფიქრდი-მეთქი.

 

2 კვირაზე მეტი ისე გავიდა, არ გამოჩნდა. ისევ დავურეკე. ისევ მითხრა, - არ მოვდივარო. დათოს თავიდან ეგონა, მე გავანაწყენე, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მისთვის ზედმეტი არაფერი მითქვამს. ჩემს რძალს ვუთხარი, - ვინც ყველაზე ახლობლად მიგაჩნია, იმათ მოუყევი ყველაფერი და ისინი გირჩევენ-მეთქი. - ჩემს საქმეში არავის ჩავრევ, ეს გადაწყვეტილება მივიღეო.

 

დათოს ძალიან უყვარდა ცოლი, მაგრამ ამ გოგოში ვერ ვხედავდი დათოსადმი სიყვარულს და გული მტკიოდა, მაგრამ ეს გოგო მაინც ძალიან მიყვარდა. რამდენჯერ კალთაში ჩამისვამს და მოვფერებივარ. მამამისს რომ ვკითხე, - მეკოს გადაწყვეტილებას როგორ იღებთ-მეთქი? მითხრა, - თქვენთან თუ არ ეცხოვრება, უნდა წამოვიდესო.

 

არადა, მას ყველანი თავს ვევლებოდით. დათოს ცოლი სახლში რომ ეგულებოდა, სამსახურის მერე სახლში მოფრინავდა. ის კი ასეთი უმნიშვნელო მიზეზით წავიდა სახლიდან და უკან არ დაბრუნდა. დათო ბოლო დღეებში ძალიან დაძაბული იყო, ძალიან დარდობდა.დაშორებას ვერ ეგუებოდა. გაიკითხეთ მეზობლებშიც. ყველას გვიყვარდა ეს გოგო, ის ვერ მოგვეჩვია, სულ სახლიდან გასვლა უნდოდა. გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს. რძლისგან მხოლოდ კარგი შეხვედრა და გაღიმებული სახე გვინდოდა, მეტი არაფერი.

 

...მისი ოჯახის წევრები ინტერვიუში ამბობენ, მერიკომ თურმე იმ ოჯახში სამჯერ სცადა თვითმკვლელობაო. კატეგორიულად ვაცხადებ, ეს ტყუილია! თვალებში შევყურებდით მე და ჩემი ქმარი რძალს, რა თვითმკვლელობაზეა საუბარი? ხატების წინ ვდგავარ და ჩემი შვილის სურათის წინ ვფიცავარ, ასე არ ყოფილა.

 

არ ვიცი, რეალურად რა მოხდა. დათოსგან არასოდეს მსმენია ეთქვას, - თავს მოვიკლავო. კარგი სამსახური ჰქონდა ჩემს შვილს - "ბიო-ბიოს" დაცვის უფროსი იყო. მე ერთი კითხვა მაქვს: ასეთ მესიჯებს რომ წერდა ჩემი შვილი მერიკოს, რატომ არ უთხრა, შეგირიგდებიო? თუ მას უყვარდა დათო, ხომ შეიძლებოდა, თბილი სიტყვა ეთქვა, - მიყვარხარ, წამოგყვებიო? მას ამ სიტყვის მეტი არაფერი უნდოდა.

 

საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ჩემს შვილს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. არც ის არის მართალი, რომ თითქოს შვილი რომ არ ჰყავდა, ამიტომ იყო უთანხმოება. მე დათოს ანდერძს შევასრულებ. მას ძალიან უყვარდა ცოლი. ძალიან მინდოდა, ჩემი შვილის დაკრძალვაზე მოსულიყო. ისიც მომიგონეს, თითქოს მე ვთქვი, - თუ აქ მოვა, ჩემს შვილს მივუწვენ გვერდით-მეთქი.

 

ვიღაც მოვიდა და მითხრა, - მოსვლა უნდათო. ჩემს ქმარსა და შვილს ვუთხარი, - ხმა არ ამოიღოთ, მოვიდეს, იქნებ იქნებ ჩემმა გაყინულმა შვილმა იგრძნოს, რომ მისი საყვარელი ქალი ბოლო წუთსაც მოვიდა მასთან-მეთქი. შვილი აღარ მყავს, განადგურებული ვარ. სიყვარულის გამო მოიკლა თავი. ყველაფერი შეიძლებოდა, მშვიდობიანად დასრულებულიყო, შერიგებულიყვნენ და ბედნიერად ეცხოვრათ. რომ არა ცოლის ცივი ხასიათი, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

 gzapress.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !