-
2015-02-12 11:22
ფასების მატება 15 ათასი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ ასამდე მათგანს შეეხო და ისიც 7-დან 10 პროცენტამდე- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფასის მატება ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია და იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი ეკონომიკური პროცესების გამო ფასების მატება გაგრძელდა, ჯანდაცვის სამინისტროს მზად აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
„ჩვენ მზად გვაქვს გეგმა, რომ თუ იქნა ფასების მატება პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე, ეფექტური გეგმა ავამუშავოთ, რომლითაც უზრუნველვყოფთ მოსახლეობის მიწვდომადობას ესენციურ მედიკამენტებზე,“ - განაცხადა მინისტრმა.