-
2015-02-11 22:48
სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატის, ელენე თევდორაძისა და ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის ფოტოები გავრცელდა.
ფოტოკოლაჟის ავტორი დეპუტატისა და მსახიობის მსგავსებას უსვამს ხაზს.
„ვიღაცამ თუ ალენ დელონს მიმამსგავსა, ეს ჩემთვის კოპლიმენტია, მაგრამ თავად ალენ დელონისთვის, ჩემთან მსგავსებაზე რა მოგახსენოთ“, – ასე გამოეხმაურა ელენე თევდორაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს.
როგორც თავად აღნიშნავს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო არ უნახავს, რადგან სახლში კომპიუტერი არ აქვს.
„ჩემთვის ეს ძალიან დიდი კოპლიმენტია, მაგრამ აი, ალენ დელონისთვის, რა გითხრათ.
ალენ დელონი ჩემი ახალგაზრდობიდან ძალიან მომწონდა და ჩემი კუმირი იყო.
შეიძლება, ხშირად რომ ვუყურებდი, ალბათ იმიტომაც დავემსგავსეთ ერთმანეთს.
მისი მონაწილეობით ყველა ფილმი მიყვარს, ის იყო ჩემთვის კაცის ეტალონი.
მე თავად ალენ დელონთან მსგავსებას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ვიღაცამ ეს მსგავსება დაინახა, ამას დიდ კოპლიმენტად მივიღებ და ძალიან გამახარეთ“, – აღნიშნა ელენე თევდორაძემ „კვირასთან“ საუბრისას.