-
2015-02-11 17:17
ucoz.com სისტემაში ახალი ქართულენოვანი საიტი გამოჩნდა, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს და ასეთი დევიზი აქვს: "ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი!".
საიტზე რამდენიმე რუბრიკაა, მათ შორის "ქურდული გაგება", "ცნობილი შავები", "კანონიერი ქურდები" და სხვ.
საიტის ანოტაციაში ვკითხულობთ:
"მოგეხსენებათ დღესდღეობით ქურდული სამყარო ცუდ დღეშია, მაგრამ ისევ მოვა ჩვენი დრო ძმებო, ჩვენ ვერ გაგვანადგურებენ, სწორედ ამისათვის შეიქმნა ეს საიტი, გავერთიანდეთ, ვიაქტიუროთ და განვავითაროთ ერთადერთი ქურდული საიტი, ნუ ვიქნებით ჩმორებივით და ჩუმად ნუ დაველოდებით ჩვენი დროის დაბრუნებას.
მასალების დადება და კომენტარები სტუმრებისთვის დახურულია და მხოლოდ შემოწმებული წევრები მიიღებენ სტატუსებს. საიტს ვერ დახურავენ და ვერც შეგვამოწმებენ, უკოზის სისტემაში დაცულები ვართ."

