
კომპანია „ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი აცხადებს, რომ უშვილობის პრობლემა ბევრ წყვილს აწუხებს. მათ დასახმარებლად კვერცხუჯრედს კი არ გაყიდის, უბრალოდ ისე მისცემს.
„ჩემს კვერცხუჯრედს არ გავყიდდი, ისე მივცემდი.
გვქონდა შემთხვევები, როდესაც წყვილებს დარჩათ ემბრიონები, მათ აღარ უნდოდათ მეტი შვილი და ეს ემბრიონები უშვილო წყვილებს უსასყიდლოდ მიაშვილეს.
3 ბავშვი მყავს სუროგაციის მეთოდით გაჩენილი და მაქვს 6 გაყინული ემბრიონი.
9 შვილი არ მინდა, ანუ პრობლემად რჩება, რა ვუყო ამ ემბრიონებს. ამ პრობლემების წინაშე ბევრი წყვილი დგება.
ზოგი მოითხოვს, ეს ემბრიონები განადგურდეს, ზოგს კი სურს, უშვილო წყვილს უსასყიდლოდ გადაეცეს.
ჩემ ემბრიონებს სიამოვნებით გადავცემდი უშვილო, კარგ ოჯახურ წყვილს, თუნდაც გეი წყვილს.
კიდევ მინდა, ერთი ცდა მქონდეს და ჩემი ბავშვები კიდევ გავაჩინო სუროგატი დედის დახმარებით და, თუ დარჩება მერე რამე, იმ ემბრიონს სხვას მივცემ“, - განაცხადა მარიამ კუკუნაშვილმა.
„სარკე“