„მელაძის დედა, რომლის დაკრძალვაზეც ვაზაგაშვილი ჩავიდა, დათქმულზე ადრე გამოასვენეს“

Image

ფილმში - „ვაზაგაშვილები: ბრალდების საზღაური“ აღნიშნულია, რომ ყარაფილაში მელაძეების დედის დაკრძალვაზე  ჩასული იური ვაზაგაშვილი სამძიმრის სათქმელად აღარ შესულა.

 

მას ჭირისუფლისთვის სამძიმარი კვირას ჰქონდა ნათქვამი.

 

ამიტომ  ვაზაგაშვილი  ეზოში მამაკაცებთან ერთად დადგა, სადაც მას შვილის საქმის გამოძიებაზე ჰკითხეს.

 

„მან იქ მყოფებს უპასუხა, რომ გამოძიება მალე დამთავრდება. მეზობლებმა შეატყვეს, რომ ვაზაგაშვილი გახარებული იყო და სხვა დროსთან შედარებით, იმედიანად ლაპარაკობდა“, - ნათქვამია ფილმში.

 

საგამოძიებო ფილმში ასევე აღნიშნულია, რომ გასვენებაზე ხალხი 14:00 საათისთვის იყო მიწვეული, მაგრამ დაკრძალვა დანიშნულ დროზე ადრე დაიწყო.

 

„მელაძეებთან თბილისიდან ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები იყვნენ ჩასულნი, რადგან ორივე ძმა ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. მათ შორის მამუკა მელაძე ყოფილი პრეზიდენტის დაცვის სამსახურში მუშაობდა.

 

ორის წუთებზე მელაძეების ეზოში მანანა ვაზაგაშვილი შევიდა და ის ძმას მხოლოდ მიესალმა. გასვენებამდე ადრე იყო და მან იფიქრა, რომ სასაუბროდ დრო კიდევ ჰქონდა. ყველასთვის მოულოდნელად მიცვალებული ადრე გამოასვენეს. დაკრძალვა დანიშნულ დროზე ადრე დაიწყო და ეს სოფლისთვის უცნაური იყო, რადგან ბევრმა დაკრძალვას ვერც მოუსწრო.

 

იური ვაზაგაშვილი ეზოდან სასწრაფოდ გავიდა და სასაფლაოზე წავიდა. მას წესად ჰქონდა, რომ სასაფლაოზე ასული ყველა პროცესიას შვილის საფლავზე ხვდებოდა“ - აღნიშნულია ფილმში.

 

ამასთან, ერთ-ერთი ძმა ზაზა მელაძე ფილმში ამბობს, რომ იგი მიცვალებულს დასტიროდა და საათისთვის ყურება არ დაუწყია. „დედაჩემს დავტიროდი. 14:00 საათზე ზუსტად რატომ არ გამოვასვენე, როგორ აგიხსნათ? საათს ხომ არ დავუწყებდი ყურადღებას“, - ამბობს იგი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !