
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავის ტერიტორიაზე არსებულ პრომეთეს მღვიმის ადმინისტრაციული შენობის გარე პერიმეტრზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებისკენ მიმართულების და ქალაქებამდე დისტანციის აღმნიშვნელი დაფები დაამონტაჟეს.
ერთ–ერთი ასეთი დაფა გვამცნობს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვის მდებარეობას წყალტუბოდან ჩრდილოეთით და ინფორმაციას, პრომეთეს მღვიმიდან ლენინის მავზოლეუმამდე არსებული მანძილის შესახებ, რაც თურმე 1534 კმ–ს შეადგენს.