
„ფეისბუქზე“ ვრცელდება ახალდაბასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის აღწერა, რომლის დროსაც უცნობმა ტაქსის მძღოლმა მტკვარში გადავარდნილი მანქანის ოთხი მგზავრი გადაარჩინა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა.
„ფეისბუქის“ მეშვეობით ტაქსის მძღოლის ვინაობის დადგენას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია:
„დღეს დაახლოებით ხუთის ნახევარზე, ახალდაბასთან საშინელი ავარია მოხდა... სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა მოსახვევში მკვეთრად მოუხვია... მანქანა მტკვარში გადავარდა.... საშინელი სურათი იყო...
მანქანაში მსხდომნი განწირულნი იყვნენ... უცებ გაჩერდა ერთი მანქანა(სავარაუდოდ ტაქსი)მძღოლი გადმოხტა თავისი მანქანიდან და დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში...
ჩაყვინთა ჯერ მძღოლის მხარეს, მერე მეორე მხარეს... კარი არ გაიღო.... უცებ მოიფიქრა დალოცვილმა...ლუკი ჩაამტვრია, კარი, რა გითხრათ, რაღაც სასწაულით გააღო... და შიგ მსხდომნი სათითაოდ გამოიყვანა ნაპირზე....
ღმერთო, ეს მართლა სასწაული იყო... ოთხი სიცოცხლე გადაარჩინა იმ მადლიანმა კაცმა.... ისე დაბნეული იყო ყველა, და მეც რომ არც კი გვიკითხავს ვინ იყო, სადაური...
აკანკალებულმა გაიძრო თავისი სვიტერი... გაწურა, ასევე სველი გადაიცვა... თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა... გული გამითბო მისმა ადამიანურმა სიკეთემ... ღმერთო, ძლიერო, დალოცე, სადაც იქნება ის კაცი და როგორც იქნება... გაუძლიერე და გაუმრავლე შთამომავალი...“, - წერს ავტოსაგზაო შემთხვევისა და შემდგომ მოხდარი ფაქტის თვითმხილველი „ფეისბუქზე“.