
ინტერნეტ-ტელევიზია ,,ფრეშ ნიუსი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც . ,,აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ:
,,უკვე რამდენიმე დღეა, სიუჟეტის ( ,,ეკა ბესელიას შვილი ახალ სკანდალში გაეხვა“) რესპონტენტები დაკითხვაზე დაჰყავთ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კრიმინალური პოლიცია მათ, მომხდარი ინციდენტის დეტალებს არ ეკითხება. პოლიცია არკვევს, რატომ განაცხადეს მათ, ამ ინციდენტის შესახებ მედიასთან და რატომ მიიღეს ფრეშ ნიუსის ჟურნალისტი.
ვთხოვთ მედიას, დაინტერესდნენ ამ თემით.“- ნათქვამია ,,ფრეშ ნიუსის“ განცხადებაში.
სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: http://freshnews.ge/ge/specialuri-reportaji/eka-beselias-shvili-axal-skandalshi-exveva-ra-moxda-fotshi.page