ГАЗ-ჯგუფის სპეც-ავტოტექნიკის დახურულ პრეზენტაციას ხელისუფლების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ

Image

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელი ვასო ურუშაძე ეჭვობს, რომ კომპანია „სტრადაავტოს“, საქართველოს მთავრობასთან წინასწარი გარიგების თანახმად, ГАЗ-ჯგუფის სპეც-ავტოტექნიკა ჰყავს შემოყვანილი, სპეციალურად ქართული ბაზრისთვის (უკვე ქართული წარწერებით).

2014 წლის ბოლოს რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ ГАЗ-ჯგუფმა თბილისის ივენთ-ჰოლში "გაზ ელის" მარკის ავტომობილების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე სპეციალური დანიშნულების ავტომობილები იყო წარმოდგენილი, კერძოდ: სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო და დასუფთავების ავტოტექნიკა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილებზე უკვე ქართულენოვანი წარწერები იყო დატანილი ( „სამაშველო 112“ ) და სხვა.

საქართველოში ГАЗ-ჯგუფის ოფიციალური დილერი კომპანია „სტრადაავტოა“, რომლის ხელმძღვანელი თამამად აცხადებს, რომ თუ ავტოპარკის განახლების მიზნით ხელისუფლების ნებისმიერი უწყება სპეც-ავტოტექნიკაზე ტენდერს გამოაცხადებს, ისინი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას და მოემსახურებიან საქართველოს მთავრობას. მეტიც კომპანიის განცხადებით, თუ ხელისუფლება დაინტერესდება ГАЗ-ჯგუფის მიერ წარმოებული რუსული ავტობუსებით „სტრადაავტო“ მზადაა საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის ეს სახეობაც შემოიყვანოს.

კომპანია „სტრადაავტო“-ს ხელმძღვანელი, დავით ზაუტაშვილი ადასტურებს, რომ ГАЗ-ჯგუფის ავტო სპეც-ტექნიკის შემსყიდველები ძირითადად სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იქნებიან. რამდენიმე ფაქტორის გამო, აღნიშნულმა, არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია. რუსული ავტომწარმოებელი კომპანია ГАЗ-ჯგუფი, არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ ოფიციალურად თანამშრომლობს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან. კერძოდ, დაირღვა მუხლი N6 ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

არაკანონიერია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ ეს ხორციელდება საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ГАЗ-ჯგუფი საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე უნდა ყოფილიყო სანქცირებული საქართველოს ხელისუფლების მიერ.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია, ГАЗ-ჯგუფის მიერ წარმოებული ავტომობილების დაბალი კლასი და ხარისხი, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.

ყოველივე ზემოთ თქმულით გამოდის, რომ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ავტომწარმოებელი კომპანია ГАЗ-ჯგუფი სარგებლობს შეღავათებით, რადგანაც საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო არ მიეცა პასუხისგებაში. მეტიც, ГАЗ-ჯგუფის სპეც-ავტოტექნიკის პრეზენტაციას, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

 

ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ კომპანია „სტრადაავტო“-ს დიდი რაოდენობით ГАЗ-ჯგუფის სპეც-ავტოტექნიკა ჰყავს შემოყვანილი, სპეციალურად ქართული ბაზრისთვის (უკვე ქართული წარწერებით), რაც გვაძლევს საფუძველს, გვქონდეს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ შესაძლოა, აღნიშნულ კომპანიასა და მთავრობას შორის წინასწარი გარიგება არსებობდა, და, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ „ლოიალურობის“ უკან ბიზნესმონოპოლიური და კორუფციული ინტერესები იმალებოდეს.

საინტერესოა საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების დაინტერესება აღნიშნული საკითხით?! საქართველო, წლების მანძილზე ევროპასა და ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება, ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, რაც თითოეული ქართველის დამსახურებაა! ვეჭვობ, განვითარებული საზოგადოება შავი “ვოლგების” ეპოქაში დაბრუნებაზე ოცნებობდეს!

ვასო ურუშაძე, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა" 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !