ვინ იყო ის 11 ადამიანი და 3 მოქმედი მინისტრი, ვინც ჟვანიასა და უსუპოვის მკვლელობას ესწრებოდა

Image

როგორც „ალია“ წერს, ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დღემდე გავრცელებული ყველა ვერსია, შესაძლოა, თავდაყირა ამოტრიალდეს.

 

ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი თელავში მოკლეს.

 

მისივე თქმით, მკვლელობას 11 ადამიანი ესწრებოდა და აქედან 3 მათგანი დღესაც მინისტრიაო (საუბარია 2013 წელზე).

 

გამოცემა გვარაძეზე დაყრდნიბით საკუთარ ვერსიას აყალიბებს.

 

„ახლა ვნახოთ, თეიმურაზ გვარაძის მიერ ნახსენები 11 კაციდან, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო თელავში სააკაშვილის გვერდით, როცა ჟვანია და უსუპოვი მოკლეს. ცხადია, სააკაშვილის იმჟამინდელი უახლოესი გარემოცვის წევრები უნდა გავიხსენოთ.

 

ქართულ და უცხოურ მედიაშიც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობისას სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. ამ თავყრილობას დასწრებოდა ლევან ვარშალომიძე, რომელიც იმ დროს უკვე აჭარის პირველკაცი იყო.

 

მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ბათუმის ნავთობტერმინალის პრივატიზება სახელდება. სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი იყო დავით კეზერაშვილი, სააკაშვილი ყველა ფინანსური საკითხის განხილვისას ისწრებდა მას, ამდენად, შესაძლოა, ისიც ესწრებოდა ამ შეხვედრას.

 

2004-2006 წლებში თემურ ალასანია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მას ყველაზე მეტი მიზეზი ჰქონდა ჟვანიას მოსაშორებლად და ეს ზემოთ მოგახსენეთ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ შეკრებას თემურ ალასანიაც ესწრებოდა.

 

მართალია, კახა ბენდუქიძე ზურაბ ჟვანიას უშუალო მოწვევით ჩამოვიდა  საქართველოში და დასთანხმდა ეკონომიკის მინისტრობას, მაგრამ ამბობენ, რომ მათი გზები ძალიან მალე გადაიკვეთა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ბენდუქიძე სააკაშვილის ბანაკში გადაბარგდა. ბენდუქიძე მომხრე იყო, ყველა სტრატეგიული ობიექტი გაეყიდათ, რასაც ჟვანია ეწინააღმდეგებოდა", - წერს გამოცემა.

 

„ალიას“  ინფორმაციით, თუ გავიხსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიამ თემურ ალასანიას თბილისის აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების უტენდეროდ პრივატიზაცია დაუბლოკა, ლოგიკურად, ალასანიას მეკავშირედ ბენდუქიძე შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან "ველურ პრივატიზაციას", ყველა სტრატეგიული ობიექტის გაყიდვას, სწორედ ის უჭერდა მხარს.

 

„აქ ისიც გავიხსენოთ, რომ შემდგომში, თბილისის აეროპორტის პრივატიზაციის საქმეში, ბენდუქიძე მართლა თავიდან ფეხებამდე იყო ჩართული და თან დაინტერესებული, რომ ტენდერი თურქულ "ტავი და ურბანს" მოეგო. ამის დამადასტურებელი არაერთი პუბლიკაცია არსებობს. ამ კომპანიის ერთ-ერთ ლობისტად კი, სწორედ თემურ ალასანია სახელდებოდა. ამ სიას დავამატოთ თავად მიხეილ სააკაშვილი და 10 კაცი გამოდის, ვინც შესაძლოა, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობას ესწრებოდნენ", - წერს გამოცემა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !