
თელავის რაიონის სოფელ შალაურში უბედურება დატრიალდა. საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშის დროს 4 წლის გოგონა წაიქცა, თავი მიწას დაარტყა და გარდაიცვალა.
„გოგონა თანატოლებთან ერთად ეზოში თამაშობდა, წაიქცა და თავი დაარტყა. საწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გარჩენა ვერ შეძლეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შალაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ალექსი ძამუკაშვილმა.