
პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი გასული წლის ბოლოს მუსიკოს ლევან ჩიჩუას ძმას, გიგი ჩიჩუას გაჰყვა ცოლად.
ანასა და გიგის ოჯახური ფოტოები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.
გუშინ ატვირთულ ერთ-ერთ ფოტოზე კი მინაწერია, რომ ანა მარგველაშვილი ბავშვს ელოდება.
ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა, რადგან წყვილი პირად ცხოვრებაზე პრესასთან არ საუბრობს.
ეს თუ ასეა, პრეზიდენტი სავარაუდოდ რამდენიმე თვეში ბაბუაც გახდება.
მას სულ ახლახან ვაჟიშვილი, თეიმურაზი შეეძინა.
reitingi.ge