
რიკოთის საავტომობილო გვირაბში დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქისკენ მომავალ ოპელს ცეცხლი გაუჩნდა.
გვირაბის შუა ნაწილში მყოფი ავტომანქანიდან მგზავრებისა და მცირეწლოვანიც ბავშვის გამოყვანა მაშინვე მოხერხდა.
ავტომანქანაზე მოდებული ცეცხლი რამდენიმე წუთში ჩააქრეს, თუმცა ტრანსპორტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
დაზიანებული ავტომობილი გვირაბიდან გამოიყვანეს.
რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა.