
პოეტ რეზო ამაშუკელის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბალაგანადაა ქცეული.
„აუცილებლად უნდა ვთქვა საზოგადოებრივ არხზე, ბარათაშვილია, თუ ორბელიანია, ვეკითხებით, რას ჰგავს არხი, ბალაგანად რომაა ქცეული?
ვის ვუხდით ფულს? ნახევარი საათი რომ რჩება „მოამბის“ დაწყებამდე და ასოების სულელურ თამაშებში დრო რომ იკარგება, სად არის გადაცემა კულტურაზე, განათლებაზე?
შემეცნებითი გადაცემები სად არის? სადაა გადაცემა, რომელიც ახალგაზრდობას მოაბრუნებს, რომ ქართულად იაზროვნოს?
თან ახლა ამ ტელესივრცეებს, რუსები რომ იტყვიან, „ფირმენნი“ ბოზები შემოუერთდნენ და ძალიან კარგად ვიცით, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ანდა ვის რაში სჭირდება, ზოგიერთი ვოლტერივით რომ დაგვიჯდება ეკრანზე და ჭკუას გვარიგებს თავისი ინტელექტუალური განფენებით?
ესაა საზოგადოებრივი არხი?
მაგრამ სანამ ამას წავუყრუებთ, ამ დღეში ვიქნებით და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ არხს, საიდანაც სიმართლე ისმის“, - განაცხადა ამაშუკელმა „ალიასთან“ საუბრისას.