
მწერალი და მომღერალი ერეკლე დეისაძე აცხადებს, რომ საზოგადოებისგან წამოსული უარყოფითი ემოციები არ აღიზიანებს.
„იუთუბი“-ზე თუ ვინმე შეიგინება, ამას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას.
ადრე თუ ვინმე რამეს წერდა "ფეისბუქზე", შედიოდი, პროფილს ნახულობდი სახელსა და გვარს და ხვდებოდი ვინ გაგინებდა.
ახლა სპეციალურად ხსნიან გვერდებს, რომ შეგაგინონ და მერე აუქმებენ.
ესეც ძალიან ნერვებს მიშლის. თუ მაგინებ, იმის ტვინი მაინც გქონდეს, რომ დამენახო და ვიცოდე ვინ მაგინებს.
იგინონ და იყვნენ, ოღონდ კარგად იყვნენ", - აცხადებს ერეკლე დეისაძე.
"ახალი თაობა"