რას იხსენებს გიორგი აბაშიძის მეუღლე მათი პირველი ქორწინებიდან

Image

რამდენიმე დღის წინ აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის ვაჟმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ ხელმეორედ იქორწინეს.

 

როგორც სალომე ბაჯელიძის ინტერვიუდან ირკვევა, პირველი ქორწინების დროს წყვილს არც ხელი მოუწერიათ, არც ჯვარი - დაუწერიათ და არც ქორწილი გადაუხდიათ მათ ცხოვრებაში მომხდარი ორი მძიმე ტრაგედიის გამო.

 

ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ბაჯელიძესთან „პრაიმტაიმმა“ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნა.

 

„ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. გიორგი პირველად რომ გავიცანი, 12 წლის ვიყავი.

 

მერე ის სასწავლებლად ლონდონში წავიდა. რომ ჩამოვიდა, ერთმანეთი თავიდან გაგვაცნეს.

 

მე 16 წლის ვიყავი, გიორგი – 26-ის. ჩემთვის დიდი იყო ეს ასაკობრივი სხვაობა. ძალიან პატარა ვიყავი, ბავშვური, გათხოვებისთვის მზად არც ვყოფილვარ.

 

 მერე დაიწყო შეხვედრები მეგობრებთან ერთად, სეირნობა… როგორც ხდება ხოლმე. თუმცა იმ განსხავებით, რომ ეს ჭორებისა და მითქმა-მოთქმების ფონზე ხდებოდა.  ყველაფერს გადააკეთებდნენ და ისე ავრცელებდნენ...

 

2002 წლის სექტემბერში დავიწყეთ ურთიერთობა და 2003 წლის მარტში დავქორწინდით. სიყვარული მანამდე არ აუხსნია, ეს მერე იყო, რომ ვიქორწინეთ. მახსოვს ის, რომ მე ძალიან შეყვარებული ვიყავი.

 

... ტაილანდში თითქმის ერთი თვე ვიყავით. იქ ყოფნის დროს მამა ტრომბით გარდამეცვალა და არ მითხრეს. გიორგიმ გაიგო მამაჩემის გარდაცვალების ამბავი, მაგრამ დამიმალა. გამორჩეულად მიყვარდა და მისი გარდაცვალება ვიგრძენი...

 

რომ ჩამოვედი, მაშინ გავიგე ეს უბედურება. მაგრამ ასლან აბაშიძემ უმამობა არ მაგრძნობინა. დიდი სითბო გამოხატა. გიორგიც დამეხმარა. ქორწილი ვეღარ გადავიხადეთ, ვერც ჯვარი დავიწერეთ. იმ დროს გავიგეთ, რომ ქალბატონი მაგული ავად იყო.

 

მამაჩემის გარდაცვალებაზე არანაკლებად განვიცადე ქალბატონი მაგულის გარდაცვალება. ბედნიერებასთან ერთად მეც და გიორგისაც უბედურება გვეწვია. ძალიან ვუყვარდი. ვგიჟდებოდი მასზე, დედასავით მიყვარდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. მისგან და ოჯახის სხვა წევრებისგანაც დიდი სითბო მოდიოდა და მეც იგივეს გავცემდი.

 

გიორგის ოჯახში ვერ ვგრძნობდი, რომ დედამთილ-მამამთილთან ვცხოვრობდი. ყველასთან ვმეგობრობდი. დიანა ჩემთვის მული არ ყოფილა, ისიც მეგობარი იყო.

 

მე და გიორგიმ რვა თვე ვიცხოვრეთ ერთად.  ვერ გავუძელით სირთულეებს. დაგვეძაბა ურთიერთობა. მე ბავშვი ვიყავი... დედამისის გარდაცვალების მერე აგვერია ურთიერთობა. გიორგის ძალიან უყვარდა დედა და მისი გარდაცვალება განიცადა. დეპრესია ჰქონდა. ყველანაირად ვცდილობდი დახმარებას, მაგრამ…

 

კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. დავსხედით და გადავწყვიტეთ დაშორება. მას შემდეგ შერიგების მცდელობა არ გვქონია.

 

როცა მიჭირს, მონასტერში მივდივარ. 17 წლიდან სხვადასხვა მონასტერში დავდივარ. იქ ყველაზე ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ თავს. ძირითადად მარხვის დროს ორი კვირით ავდივარ...“- აცხადებს სალომე ბაჯელიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !