
ფოთში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია ერთი პირი, რომელიც გაზგასამართ სადგურში მუშაობდა.
დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამ გამოიწვია აფეთქება გაზგასამართ სადგურზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ოპელის მარკის ავტომობილი, რომელიც გაზით იტვირთებოდა, ავტომობილი აფეთქების დროს სრულად დაიწვა, აფეთქების ტალღამ ის თხრილში გადააგდო.
"რუსთავი 2"