
როგორც გაზეთი „ალია“ წერს, 22 იანვარს ინფორმირებული წყაროსგან შეიტყვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმება.
„თავდასხმის მომზადება დავალებული აქვს მკვლელობებში გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფს.
როგორც წყარო ამბობს, მანამდე დაგეგმილია აფეთქებები სხვადასხვა ობიექტებზე, რამაც უნდა გამოიწვიოს არეულობა ქვეყანაში, დაიწყოს სხვადასხვა ძალისმიერი აქციები და მოსახლეობაში გაჩნდეს შიშისა თუ დაუცველობის სინდრომი.
ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო იური ვაზაგაშვილის აფეთქება.
2014 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, როდესაც სააკაშვილი იმყოფებოდა უკრაინაში, კიევის მახლობლად მან გამართა შეხვედრა რამდენიმე პიროვნებასთან, მათ შორის ერთ-ერთი იყო ჩასული საზღვარგარეთიდან.
ამ შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ თანმხლებ მებრძოლ ფრთას განუცხადა, რომ მალე მოეღება ბოლო საქართველოში ბიძინა ივანიშვილის პარპაშს.
ამისთვის გამოყენებული იქნება ყველა საშუალება, მათ შორის ძალისმიერიცო“, - წერს „ალია“.