
თბილისის საკრებულოს წევრის, სოსო მანჯავიძის თქმით, ერთ ხმაურიან ტერაქტს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი, რადგან მყიფე სიტუაციაში ვიმყოფებით.
ეს კი მოხდება მაშინ, თუ სახელისუფლებო გუნდი არ შეცვლის მიდგომებს და არ იმოქმედებს აქტიურად.
„შემთხვევით არ მითქვამს ეს, დიახ, ამას ველოდები, რომ მოხდება.
ურწმუნოთა ლოგიკა მასაუბრებს ამაზე. ბევრჯერ მითქვამს და გამართლებულა, ამის ფაქტები არსებობს.
ერთ ხმაურიან ტერაქტს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი, რადგან მყიფე სიტუაციაში ვიმყოფებით.
იქნება მაშინ, თუ სახელისუფლებო გუნდმა არ შეცვალა მიდგომები, არ გააკეთა რებრენდინგი, არ იმოქმედა აქტიურად.
აღარ ვართ „ვაცალოთ“ ეტაპზე, ამას ხვალზეგ ხმაურიანი მოვლენა დაასრულებს.
ხომ გახსოვთ, რა ხმაურიანი იყო „პანორამა თბილისი“?
ის რომ კარგად შეეფუთა ხელისუფლებას, აბსოლუტურად მომგებიანი თემა იქნებოდა, მაგრამ ის გადაიქცა ხელისუფლების მიმართ მთავარ ბრალდებად“, - განაცხადა მანჯავიძემ.
„ალია“