-
2015-01-19 16:31
პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში გემ „ნორმან ატლანტიკზე“ მომხდარი ხანძრის დროს დაღუპული მამა ილია კარტოზიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს სასულიერო პირები და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ.
რიჩარდ ნორლანდმა გარდაცვლილის დედას და ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.
წირვის დასრულების შემდეგ მამა ილია კარტოზიას ცხედარი სვეტიცხოველში გადაასვენეს.
ხვალ არქიმანდრიტს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში დაასვენებენ, რომლის წინამძღვარიც თავად იყო და ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.