საყდრისის მაღაროების საიდუმლო

Image

„ვიღაცას პირადულის წარმოჩენა უფრო სურს, ვიდრე საქმეზე ზრუნვა… ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავე. პრესკონფერენციის მსგავსიც მქონდა – დავუძახე ორივე მხარეს, მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც და ძალიან დიდი თათბირი ჩავატარე.

 

თათბირამდეც გავწიე დიდი მუშაობა და, პრაქტიკულად, მოვარიგე ყველანი – არავის არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა. ღია კარის მტვრევა მიდის დღეს, ვიღაცას პირადულის წარმოჩენა სურს უფრო მეტად, ვიდრე საქმეზე ზრუნვა.”- ბიძინა ივანიშვილი

 

"საყდრისის ოქროს მაღაროს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურის მინისტრმა 2013 წლის 5 ივლისის ბრძანებით მოუხსნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ "RMG Gold", რომელიც საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არ წარმოადგენდა ოქროს მაღაროს და მისი მნიშვნელობა გაზვიადებული იყო.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება და ჩამორთმევა კულტურის მინისტრის პრეროგატივაა, თუმცა ამისთვის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისიის დასკვნაა საჭირო. საყდრისის უძველეს სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია 11 პირისგან დააკომპლექტეს.

 

კულტურის სამინისტროში შექმნილი კომისიის წევრი იყო ომარ ქუცნაშვილიც, რომელთან დაკავშირებითაც გაჩნდა ეჭვი ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე. აღინიშნა, რომ ქუცნაშვილი შპს “ჯეოინჟინირინგის” 39%-იანი წილის მფლობელია.

 

“ჯეოინჟინირინგი” კი “RMG Gold”-ის (მაშინდელი შპს “კვარციტი”) კონტრაქტორია, რომელმაც 2011 წელს კომპანიის დაკვეთით საინჟინრო გეოლოგიური კვლევები სწორედ საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე შეასრულა. მოკლედ, კომისიამ საფუძლიანად მიიჩნია „RMG Gold" მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საყდრისის მაღაროს მნიშვნელობა გაზვიადებული იყო. 

ირინე ღამბაშიძე იმ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, რომელიც 2004 წლიდან საყდრისში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიური გათხრების კვლევებს აწარმოებდა. გთავაზობთ მის კვლევას სათაურით - "საყდრისის მაღაროების საიდუმლო" , რომელიც 2013 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.

"ქ. ბოხუმსა და ქ. ვისბადენში (გერმანია) ჩატარებული გამოფენა „საქართველო — განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან“(ორგანიზატორები: აკად. პროფ.ოთ. ლორთქიფანიძე,დოქ. ირ. ღამბაშიძე, პროფ. რ. ზლოტა,პროფ. ა. ჰაუპტმანი,დოქ. უ. იალჩინი) რომლის მიზანსაც წარმოადგენდა დამთვალიერებლისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურის, რელიგიის, ბუნების, ლანდშაფტისა და საქართველოში გერმანული დასახლებების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება,2001 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა გერმანიისა და საქართველოს პრეზიდენტების პატრონაჟით.

 

„არგოს“გემში 12 ინსცენირებულ ვიტრინაში გამოფენილ ძვ.წ. III-I ათასწლეულების უძვირფასეს ექსპონატებს — ლომის ოქროს სკულპტურას წნორიდან, თიხის ურმის მოდელს ბადაანის ნამოსახლარიდან, რიტონ-ყანწსა და ქურუმი ქალის სამკაულს ბორჯომის ხეობიდან, ბრინჯაოს ქალის ქანდაკებას ვანიდან და სხვ.,

 

დამთვალიერებელი საქართველოს ისტორიის ამსახველ ექსპოზიციაში შეჰყავდა — ძირითად საგამოფენო დარბაზში კი 756 სპილენძის, ბრინჯაოს, ანტიმონის, ტყვიის, რკინის, ოქროსა და ვერცხლის არტეფაქტის მეშვეობით ნაჩვენები იყო საქართველოში უძველესი მელითონეობისგანვითარების უწყვეტი ისტორია.გამოფენა ნახევარ მილიონამდე დამთვალირებელმა მოინახულა. 

გამოიცა კატალოგი სახელწოდებით: „Georgien — Schätze aus dem Land des Goldenen Vlies“ (შემდგენლები: ირ. ღამბაშიძე, ა.ჰაუპტმანი, რ. ზლოტა, ი. იალჩინი, ბოხუმი 2001). გერმანიაში გამართულ საქართველოს გამოფენას 2003 წელს მოჰყვა სამთო მუზეუმთან (DBM), რურისა (RUB) და ფრანკფურტის უნივერსიტეტეტებთან ერთად (IMUF) ფოლკსვაგენის ფონდის (გერმანია) მიერ დაფინანსებული ორი სასწავლო- სამეცნიერო პროექტი: „საქართველოში ინტერდისციპლინარული კვლევების გააქტიურება და ახალი მეთოდების დანერგვა სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში“,2007 წლიდან კი „ოქრო საქართველოში.“

 

პროექტის მიზანი იყო ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერული კვლევებით საქართველოში უძველესი მეტალურგიის პრობლემების შესწავლა. თუ როგორ ხდებოდა უძველეს დროში მადნებით მდიდარი კავკასიის მთიანეთში ნედლეულის მოპოვება და წარმოება.პროექტი ითვალისწინებდა ინტერდისციპლინარულ (არქეოლოგიურ, გეოლოგიურ,მინერალოგიურ, ქიმიურ)კვლევებს უძველეს სამთო ძეგლებზე;საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მადნისეული საბადოებისა და უძველესი ლითონის არტეფაქტების არქეომეტალურგიულ კვლევებს.ქართველი მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პოსტ-დოქტორების მომზადებას რურისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებში.

 

საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიაში გერმანელი სტუდენტებისათვის სასწავლო-სალექციო კურსის მომზადებასა და სხვადასხვა workshop-ების ჩატარებას სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში. პროექტების ფარგლებში ჩატარებული არქეოლოგიური და გეოლოგიური სამუშაოების შედეგად საქართველოს სამხრეთ პროვინცია ქვემოქართლში, საყდრისში, მცირე კავკასიონის იმ მონაკვეთზე,სადაც საქართველოს ძირითადი მადნეული საბადოებია თავმოყრილი,მიკვლეულ იქნა უძველესი ოქროს წარმოების კერა, ანუ მაღაროები,საიდანაც უძველეს დროში ხდებოდა მთიდან ოქროს მადნის ამოღება
და გადამუშავება.

 

არქეოლოგიური სამუშოები ჩატარდა როგორც მიწის ზედაპირზე,ასევე მიწისქვეშა გვირაბებში,რომლებიც 25 მ. სიღრმეზე თანამედროვე შტოლნების გაყვანის დროს იქნა დაზიანებული და გადაჭრილი. გაიწმინდა ორი ჰორიზონტალური და ერთი შახტური გვირაბი.

 

კულტურული ფენების სიმძლავრე 1,5-2,4 მეტრს აღწევდა. გამონამუშევრების გლუვ კედლებზე კარგად შეიმჩნეოდა ქვის უროების გამოყენების კვალი,რაც უდაოდ მის არქაულ ხასიათზე მეტყველებდა.კულტურულ ფენებში მტკვარ-არაქსული კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ნაწარმის აღმოჩენამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძეგლის პირველად დათარიღებაში,რამაც შემდგომ ამავე ფენებში აღმოჩენილი ხის ნახშირის რადიოკარბონული თარიღის მიხედვით ეს მოსაზრება გაამყარა. მაღაროებში სამუშაოების წარმოების პერიოდი განისაზღვრა ძვ.წ. 3330-2580 წწ. შორის ანუ ოქროს მოპოვება ამ გვირაბებში 750 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არქეოლოგიური კვლევები საყდრისში სენსაციური აღმოჩნდა და იგი შეფასდა როგორც ოქროს სამთო წარმოების მსოფლიოში უძველესი ძეგლი, რის გამოც 2006 წელს საყდრისი შეტანილი იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. კვლევის პროცესში გაირკვა,რომ იმ დროს, როდესაც უძველესი ცივილიზაციები, ისეთები,როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტე, ოქროს მადანს მდინარეში რეცხვის
საშუალებით მოიპოვებდნენ, მცირე კავკასიონის ქედზე მაცხოვრებელი საზოგადოება კარგად იცნობდა მთის ოქროს მოპოვების რთულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა მადნისეულ საბადოებში თვალით უხილავი ოქროს ამოცნობა, მისი ქვის იარაღებით მონგრევა, ფუჭი ქანებისაგან გათავისუფლება, დაფხვნა, გარეცხვა, გამოდნობა და გამომდნარი ოქროსაგან სამკაულის დამზადება.

 

ისმის კითხვა, თუ სად წავიდა საყდრისში ამოღებული ოქრო? ვინ იყვნენ და სად ცხოვრობდნენ ეს ადამიანები?

დაიწყო სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოები,რომელთა მიზანს ძვ.წ.IV-III ათასწ. სამთოელთა დასახლების მოძიება წარმოადგენდა, ანუ იმ ნამოსახლარისა, სადაც საყდრისში მომუშავე საზოგადოება ცხოვრობდა. სოფ. ბალიჭის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკვლეულ იქნა 62 ჰა ფართობზე გადაჭიმული ნამოსახლარი და სამარხები.

 

დღევანდელი მონაცემების მიხედვით,იგი ყველაზე დიდია სამხრეთ კავკასიაში არსებულ მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდის ნამოსახლარებს შორის. მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით ძეგლი შეფასდა როგორც მთამადნელთა დასახლება,სადაც ძვ.წ. IV-III ათასწლეულთა მიჯნაზე ხდებოდა საყდრისიდან მოზიდული ოქროს მადნის მეორადი გადამუშავება და გამოდნობა.სამელითონეო სახელოსნოში ქურის გარშემო ერთად იყო თავმოყრილი ქვის საწარმოო იარაღები:მცირე ზომის უროები,სანაყები,საფხვნელები, სასრესი დაფები,დაფხვნილი მადანი,თვით ქურაში კი დაწიდებული თიხის ტიგელი (თიხის ჭურჭელი მადნის გამოსადნობად)ვინაიდან პროექტები ინტერდისციპლინარული იყო და მოითხოვდა ლითონის არქეოლოგიური არტეფაქტების წარმომავლობის დადგენას, არქეოლოგიური კვლევების პარალელურად დაიწყო ანალიტიკური კვლევებისათვის საქართველოში არსებული მადნეული საბადოებიდან და ოქროს მატარებელი მდინარეებიდან ქვიშრობული ოქროს მოპოვება, რათა ქიმიური და ტყვიის იზოტოპური ანალიზების საფუძველზე მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოპოვებული არქეოლოგიური ძვირფასი და ფერადი ლითონის უძველეს არტეფაქტებთან
შეჯერება. სინჯები ბოხუმის სამთო მუზეუმის არქეომეტალურგიისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის მინერალოგიის ინსტიტუტების ლაბორატორიებში იქნა გაგზავნილი, სადაც შესრულდა მათი ანალიტიკური კვლევები ქართველი და გერმანელი დოქტორანტებისა და მაგისტრანტების მონაწილეობით.

პასუხი კითხვაზე, თუ სად წავიდა საყდრისის ოქრო, კვლევების დასარულს გაიცემა,როდესაც მოხდება საქართველოში აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტებისა და მადნების ტყვიის იზოტოპური ანალიზების შედეგების შეჯერება. ასევე დამთავრდება ვარნის (ბულგარეთი), მესოპოტამიური, ანატოლიური და კავკასიური(ჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანი,სომხეთი)ოქროს არტეფაქტების არქეომეტალურგიული კვლევები.

ფაქტი ერთია, ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე საყდრისის მაღაროებსა და სამუშაო მოედნებზე მოპოვებული უამრავი ქვის იარაღი, ასევე ბალიჭი-ძეძვების ტერიტორიაზე სამთოელთა საცხოვრებელი და საწარმოო ნაგებობები,ლითონის გადასამუშავებელი სახელოსნოები და სადნობი ქურები, სამთოელთა ინდივიდუალური და კოლექტიური სამარხები უტყუარი დადასტურებაა იმისა,რომ სამხრეთ კავკასიაში სამთო წესით ოქროს მოპოვება და წარმოება ადგილობრივად ხდებოდა."

 

ეკა წამალაშვილი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !