საყდრისის მცველები: "ჩვენ უკვე კომპანიასთან საქმე არ გვაქვს, პასუხი პრემიერმა და კულტურის მინისტრმა უნდა აგონ" (ვიდეო)

Image

საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას "საყდრისის დაცვის კომიტეტის" წევრები და საყდრისის მცველები აპროტესტებდნენ. მოგვიანებით "საყდრისის მცველებმა" განაცხადეს, რომ ისინი პროტესტის სხვა ფორმებს უკვე კვირიდან მიმართავენ.

 

საყდრისის მცველები დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმა აიმაღლონ იმ ვანდალიზმის წინააღმდეგ, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება უშვებს. მათივე თქმით, არანაირი პრეტენზია აღარა აქვთ კომპანიასთან, რომელსაც სამუშაოების განახლების უფლება სახელმწიფომ მისცა. "პასუხი პრემიერმა და კულტურის მინისტრმა უნდა აგონ", - ამბობენ ისინი.

 

სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით განმარტება დღეს ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც გაკეთდა, სადაც აცხადებენ, რომ შესაბამისმა კომისიამ საყდრისის თემაზე გუშინ იმსჯელა და სამუშაოების განახლების გადაწყვეტილებაც მიიღო.

 

როგორც "კურიერის" მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, საყდრისის, როგორც არქეოლოგიური ობიექტის ისტორია 2004 წლიდან იწყება, როდესაც ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ საბჭოთა გეოლოგების მიერ 80-იან წლებში გაყვანილ გვირაბებში ჩვ.წ.-მდე მე-4-ე ათასწლეულით დათარიღებულ კულტურულ ფენას მიაგნო და მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს შესახებ განაცხადა. ექსპედიციას გერმანელი არქეოლოგი თომას შტოლნერი ხელმძღვანელობდა. 10-წლიანი კვლევის შემდეგ არქეოლოგი დღეს ფიქრობს, რომ საყდრისის დაზიანება უსამართლობაა.

 

საყდრისის თემას ეხმიანებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრი ნიკა რურუა.

 

მიხეილ სააკაშვილი წერს:

 

"საყდრისის ოქროს საბადოს, უძველესი ქართული კულტურული, ოქროს საწმისის ეპოქის ფასდაუდებელი მატერიალური ძეგლის ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართულ კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე. რუსი მფლობელების მოთხოვნას და ვინმე უჩას, ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ქვეყნისთვის ბარაქა და სახელი უნდა მოეტანა, მოეზიდა ტურისტები. 

 

ის, რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი, ვერ გაბედა და ჩემი პრეზიდენტობის დროს, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ოლიგარქის ახირებამ და მისი ნათესავების მატერიალურმა დაინტერესებამ შეიწირა.

 

თალიბების მიერ კლდეში გამოკვეთილი ბუდების აფეთქების შემდეგ ვერ ვიხსენებ ამ დონის ვანდალიზმს მსოფლიოში. ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, უპასუხისმგებლობისა და უმეცრების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყველა მიმართულებით.

 

მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს ეხება, ახლა მაინც, შეაჩერებინონ უკანონო სამუშაოები, რათა ის მაინც გადავარჩინოთ, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. "

 

ნიკა რურუა აღნიშნავს, რომ საყდრისისთვის კულტურის ძეგლის სტატუსის შეჩერებას მისი მინისტრობის დროსაც ითხოვდნენ:

 

"რამდენიმე სიტყვა 'საყდრისის' საბადოს გარშემო დატრიალებული ამბის შესახებ: მე, კულტურის მინისტრის პოზიციაზე ყოფნისას, მთხოვდნენ მისთვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნას ამ ბიზნესის წარმომადგენლები, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. ჩემი პოზიცია იყო ამ საკითხის მიუკერძოებელი კომისიის მიერ შესწავლა და შემდეგ მიღება ინფორმირებული გადაწყვეტილებისა.

 

დღეს, აშკარაა, იმძლავრა ბიზნეს-ლობიმ ხელისუფლებაში და ამ საკითხის შეუსწავლელად ხდება ამ ობიექტის განადგურება, რაც უდაოდ უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებაა მმართველი კლანის მხრიდან".

 

ვიდეო: "კურიერის" რეპორტაჟი საყდრისიდან

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !