-
2014-11-16 01:27
ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი მე–20 საუკუნი სოციანი წლებიდან ერთ ისტორიას იმის დასტურად იხსენებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა ყოველთვის იდგა ადამიანური ურთიერთობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა და მეგობრისათვის თავგანწირვა.
,,1923 წელი იდგა. ამ წელს წესად იყო, ანტისაბჭოთა საქმიანობაში შემჩნეულ სტუდენტებს გერმანიაში ასახლებდნენ. ერთ-ერთ გადასახლებულს თბილისში დარჩა საცოლე და კარგი მეგობარი, უნივერსიტეტელი შალვა მუჯირი-მოქეიფე, გულიანი, ძველი ბიჭი...
შალვა მუჯირს ახალგაზრდებში კარგი სახელი ჰქონდა. უყვარდათ, პატივს სცემდნენ... ერთ დღეს ოპერის წინ მან გზა გადაუღობა გერმანიაში გადასახლებული მეგობრის საცოლეს: „შენს საქმროსა და ჩემს მეგობარს ვერასოდეს ნახავ. ამიტომაც სჯობს, ისევ მე შეგირთო ცოლად. შაბათს მოხვალ სიონში და ჯვარს დავიწერთ!“ არაფერმა გაჭრა მუჯირზე, გადაწყვეტილება ვერავინ შეაცვლევინა.
ქალიც იძულებით მივიდა სიონში.ჯვარი დაიწერეს. ცოლი სახლში გაუშვა, თავად რიყეზე აღნიშა ქორწილი. სამ თვეში ახლადშერთული მეუღლე უცხოეთში გააგზავნა სასწავლებლად.საბჭოთა კანონმდებლობის თანახმად, უცხოეთში სასწავლებლად წასვლის უფლებას მხოლოდ დაქორწინებულ ახალგაზრდებს აძლევდნენ. სამშობლოში მძევლად ერთ-ერთი რჩებოდა.
უცხოეთში გადასახლებული სტუდენტის საცოლეს მხოლოდდამხოლოდ იმიტომ ენდვნენ, რომ თბილისში მასზე ჯვარდაწერილი (და არა ხელმოწერილი) ქმარი რჩებოდა. შალვა მუჯირმა წერილი გაატანა "ცოლს" მეგობართან: ,,გიგზავნი შენს საცოლეს ხელუხლებელს, მე მეტი არაფერი შემეძლო."
აღმოჩნდა, რომ შალვა მუჯირს ფარულად ჯვარი აუყრია "მეუღლეზე". ეს ამბავი ორ კვირაში გამჟღავნდა. ჩეკამ შალვა მუჯირი დააპატიმრა და დახვრიტა!
საქართველო არც ,,ბოლშევიკებისაა" და არც ,,მენშევიკების" საქართველო ეკუთვნის მათ, რომელთათვისაც სიცოცხლეზე მთავარი მეგობრის სიყვარული და ოჯახის სიწმიდეა! სწორედ ასეთი ქართველებია ჩვენი მკვდრეთით აღდგომის საწინდარი! "– წერს მასხარაშვილი.