
იმის შესახებ, რომ თბილისში რუსეთის სახელმწიფო ნომრიანი ავტომანქანა გამოჩნდა, რომელსაც საქარე მინაზე „გეორგიევსკის ლენტი“ ჰქონდა მიმაგრებული, „აფხაზეთის ხმა“ ადრეც წერდა.
მაშინ „ფეისბუქის“ ერთერთმა აქტიურმა მომხმარებელმა ფოტოს გადაღება და გამოქვეყნება მოახერხა.
კიდევ ერთი მომხმარებელი გიორგი-მათე შარაშენიძე წერს, რომ შაბათს, ლილოს ბაზრობასთან დატოვებული ავტომანქანა დაინახა, რომელსაც ოსური ე.წ. სახელმწიფო ნომრები ჰქონდა და ასევე „გეორგიევსკის ლენტი“ ჰქონდა მიმაგრებული.
„ეხლა მოვედი ლილოს ბაზრონიდან და ძალიან გაცოფებული.
იქ იდგა ლურჯი მაზდა ოსური ნომრებით, რომელსაც ალბათ ერთი ათასმა ადამიანმა ჩაუარა და "ვერ შეამჩნიეს" გერგიევსკის ლენტა როგორ ფრიალებდა გარეთა სარკეზე, მივედი და ჩამოვხსენი...“, - წერს შარაშენიძე და ამატებს, რომ ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ ფოტოს გადაღება ვერ მოახერხა.