
მარიუპოლში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად უკრაინელმა სამართალდამცველებმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. შს მინისტრი დააკავეს.
ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი იტყობინება. მისი თქმით, მთლიანად ქალაქის მასშტაბით სიტუაცია უკრაინელი ძალოვნების მიერ კონტროლდება.
სპეცოპერაციის დროს ერთი ტერორისტი მოკლეს, ორი კი ტყვედ აიყვანეს. ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრიც სწორედ ტყვედ აყვანილთა შორისაა.
„დაკავებულია ორი პირი, რომლებიც უკრაინელი სამხედროების მოწამვლაში არიან ეჭვმიტანილი“, - წერს ავაკოვი.