-
2014-05-07 13:50
შაბათს, 4 მაისს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრა ფიროსმანის ქუჩა #26-ს მაცხოვრებლებთან გაიმართა. დავით დაღელაშვილმა სახლის მიმდინარე კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა.
შეხვედრაზე გამგებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით თითქმის 120 სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მაინც რჩება ავარიული სახლები, თუმცა თვლის, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია და გამგეობა, ამხანაგობის თავმჯდომარეებთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების გზით, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადასაჭრელად.
მომზადებულია კიდევ 40-მდე პროექტი გამაგრებითი სამუშაოების დასაწყებად და საბოლოოდ, ამ ერთობლივი, დიდი შრომის შედეგად, შესაძლებელი იქნება ჩუღურეთის რაიონის ავარიული სახლების რეაბილიტაცია.



