
„მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის ანექსირებას აპირებს, იყენებს რა ზუსტად იმ მეთოდებს, რომელითაც ყირიმში მოქმედებდა“
- „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა, სენატში გამოსვლისას განაცხადა, სადაც უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ.
„რუსეთის სამხედრო ინტერვენცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და რუსეთი ვერავის ვერ მოატყუებს, რაც არ უნდა ჯარს „მშვიდომისმყოფელები“ დაარქვას“-განაცხადა ნულანდმა.
მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აშშ-ი მხარს უჭერს უკრაინაში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელისთვისაც 11 მილიონი დოლარი გამოყო. გარდა ამისა, ეუთო აპირებს უკრაინაში უპრეცენდენტო რაოდენობის დამკვირვებლები გააგზავნოს, საიდანაც ყოველი მე-10 აშშ-დან იქნება.