-
2013-11-01 14:06
რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ კავკასიის მოსახლეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხს შვილების ყოლის რაოდენობა უნდა შუზღუდონ და ერთ ან ორ ბავშვზე დაიყვანონ.
“შესაძლოა, რაღაცა ქარხნებს ავაშენებთ და მივცემთ მათ სამუშაოს, მაგრამ მათ 5 და 10 შვილი ჰყავთ სახლში, მთელი რუსეთი კავკასიისთვის იმუშავებს და რუსეთს რაღა დარჩება? დარჩებიან მშივრები და შიშვლები? მათ იმდენივე ბავში უნდა გააჩინონ, რამდენიც საჭიროა ერთი ან ორი და მორჩა! მესამეზე ჯარიმა იქნება. არ სურთ ასე მოიქცნენ? მთელს ქვეყანას მავთულხლართებს შემოვავლებთ, დავხურავთ ყველაფერს და ისხდნენ იქ. 15 და 20 ბავშვი თავად გაზარდონ და გამოკვებონ, მაგრამ რუსეთის მკვლელობის უფლებას არავის არ მივცემთ”, - ამბობს ჟირინოვსკი.
ამავე დროს, რუსეთში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. დუმის დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში ”ლიბერალ-დემოკრატებს” წარმოადგენს, განაცხადა, რომ სააკაშვილმა სისხლიანი სასაკლაო მოაწყო.
”სისხლიანი სასაკლაო, რომლის შემოქმედიც საქართველოს ყოფილი ლიდერი გახლდათ, შედეგად მოიტანა ის, რომ ქვეყანას გამოეყვნენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სერიოზულად გაუარესდა ურთიერთობები რუსეთთან. ეს იყო საკუთარი ხალხის გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჭეშმარიტი დანაშაული. ასობით ოჯახი გაუბედურდა, ათაშობით ადამიანს მოუწია თავისი საცხოვრებელი სახლების დატოვგება” - განაცხადა რომან ხუდიაკოვმა.
დეპუტატს მისი სურვილის განხორციელებაში დახმარების იმედი საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან აქვს: ”ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხს ახალი პრეზიდენტი და პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. მის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე მკაცრი ზომები - სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა. - განაცხადა დეპუტატმა.