-
2014-03-25 20:07
მოქალაქის სტატუსით პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მისულმა გიორგი ხასაიამ ზურაბ ქარუმიძის ლექსიდან რამდნიმე არასტანდარტული ფრაზა წაიკითხა.
ის მანდატურების დახმარებით ისე გააძევეს დარბაზიდან, რომ ლექსის დასრულება ვერ მოახერხა. ხასაიას თქმით, ამ ერთგვარი პერფორმანსით მან ზურაბ ქარუმიძის მარგინალიზაციის წინააღმდეგ გაილაშქრა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა კოალიცია "ქართული ოცნებიდან" სოსო ჯაჭვლიანმა "ასავალ–დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "ფალოსს" დაუძახებს ყველას, ვინც ზურაბ ქარუმიძის ელჩად დანიშვნას (ქარუმიძე დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატად განიხილებოდა) ხმას მისცემს.