
ხარკოვში უარი თქვეს თავისუფლების მოედანზე, 9 მაისის მაშტაბურად აღნიშვნაზე. ამის შესახებ ქალაქ ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავჯდომარემ იგორ ბალუტამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთობლივად, საოლქო, საქალაქო და ვეტერანთა ორგანიზაციებმა მიიღეს - იუწყება რადიო „თავისუფლება“.
„ჩვენ გავაქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქში შემოვიდა შეიარაღებული ხალხი“ - აღნიშნა ბალუტამ. მისი განცხადებით, დანარჩენი დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება ქალაქის 9 რაიონში. ამის გამო, ქალაქის სამართალდამცავი ორგანოები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.