-
2014-05-07 11:27
სლავიანსკის გარეუბანში ბრძოლა მიმდინარეობს. ტერორისტების ჯგუფი ცდილობდა ქალაქიდან გაქცეულიყო, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში უკრაინელმა სამხედროებმა მათი შეჩერება მოახერხა.
ამ დროისათვის ერთ-ერთ ბლოკ-პოსტზე შეიარაღებული წინააღმდეგობა გრძელდება. ამის შესახებ, სამხედრო-პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელი ძლოვნების მხრიდან მსხვერპლი არ არის, რაც შეეხება სეპარატისტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.