თბილისში 1941–1945 წლებში დაკარგული მებრძოლის ნეშტს ჩამოასვენებენ

Image

ხვალ, 7 მაისს თბილისში 1941–1945 წლების სამამულო ომში დაღუპული მამია ტაბატაძის ნეშტს ჩამოასვენებენ. მამია ტაბატაძე ამ დრომდე დაკარგულად იყო მიჩნეული.

სრულიად რუსეთის სამძებრო მოძრაობის ინფორმაციით, მისი ნეშტი ქალაქ სმოლენსკში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. ადგილზე ნაპოვნია ასევე ჯარისკაცის კუთვნილი სარკე, მისი დოკუმენტების ნაწილი და მეომრის მედალიონი.

 

ჯარისკაცის ნეშტი რამდენიმე დღის წინ "რუსეთში ქართველთა კავშირის" წარმომადგენლებს გადაეცათ, რომლის დაფინანსებითაც მას სამშობლოში ჩამოასვენებენ. თბილისში მას კავშირის დირექტორი ნუგზარ ჭანტურია, ასევე სმოლენსკის სამძებრო ბრიგადის წარმომადგენლები ანდრეი ფეტისოვი, ევგენი მანუილოვი და მარინა პიროჟკოვა ჩამოაცილებენ.

 

ჯარისკაცის ნეშტს ხვალ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდებიან, რომლებიც მას საჩხერეში, მშობლიურ სოფელ კორბოულში გადაასვენებენ.

 

სმოლენსკის სამძებრო კომიტეტის ინფორმაციით, 1941 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის ოლქის ლოტოშინსკის რაიონის სოფლებში ამიერკავკასიაში ფორმირებული მე–17 დივიზიის 200–მდე მებრძოლი დაიღუპა. საძიებო რაზმის წარმომადგენლის ვალერი ანანიევის მიერ "რუსეთში ქართველთა კავშირისთვის" მიწოდებული სიის თანახმად, ამ დრომდე უგზო–უკვლოდ დაკარგულად საქართველოდან საომრად წასული 40 ჯარისკაცი ითვლება.

 

აღსანიშნავია, რომ რუსული ალექსანდროვსკის იმპერიული კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 4 ნოემბერს ქართველ ჯარისკაცს სიკვდილის შემდეგ ჯილდო მიენიჭა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?