
სავიკ შუსტერის გადაცემაში პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა (2004-2013წწ) მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღემდე უცნობი დეტალები გაიხსენა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოსკოვიდან თბილისში ჩამოსული საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მისგან აგრესიულ ტონში ითხოვდა დათმობებზე წასვლას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს ქვეყნის არმიის ბრძოლისუნარიანობაზეც ისაუბრა და უკრაინის შეიარაღებული ძალები შეაქო. მისი თქმით, იმის გამო, რომ უკრაინას კარგი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემა აქვს, უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევას ვერ ბედავენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები.