
„სანამ ქვეყანას უბედურებამდე მიიყვანს, დროა მოვითხოვოთ მისი გადადგომა“– „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობაზე თვალთვალს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობად აფასებს და მისი გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ქურდს ქუდი ეწვის. ხსენებული ჩანაწერები ემთხვევა ამ არსების შსს მინისტრობის პერიოდს. ვერცერთი ქვედა რგოლი თვით ინიციატივით „რუსთავი 2“-ში კამერების დაყენებას ვერ გაბედავდა.
მისი პირადი პოლიტიკური პასუხისნგებლობაა ეს ჩანაწერები, ფარესაშვილის კადრების გასაჯაროება, მოსამართლის თანაშემწე ქ-ნ ბარამიძის პირადი ცხოვრების გამოაშკარავებით დაშანტაჟება.
დადგა დრო, რომ მოვითხოვოთ ამ პირის თანამდებობიდან გადადგომა, ვიდრე ქვეყანა უბედურებამდე არ მიუყვანია“,- წერს უგულავა „ფეისბუქში“.