-
2014-05-06 20:31
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს საბუთს, რითაც მტკიცდება, რომ ნოშრევან ნამორაძემ სასამართლო მოატყუა.
საქმე ეხება დავით კოდუაზე თავდასხმაში ბრალდებულის განცხადებას სასამართლო პროცესზე, თითქოს მხოლოდ ერთხე, ნარკოტიკებზე იყო ნასამართლევი.
ნანუკა ჟორჟოლიანი წერს:
„ნოშრევან ნამორაძემ გუშინ სასამართლოს უთხრა რომ ის მხოლოდ ერთხელ, ნარკოტიკებზე არის ნასამართლევი. ეს არის საქმიდან ამოღებული საბუთი. როდესაც ჯიბლაძის მკვლელობის საქმის წარმოება სასამართლომ დაიწყო.
სწორედ პროცესზე დაყენებული შუამდგომლობები მომიტანა უცნობმა ადამიანმა. ჯიბლაძის მკვლელობაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძე იყო. ანუ მან სასამართლო მოატყუა“.
