-
2014-05-06 20:25
ჩხოროწყუში 9 წლის გოგონას გაუპატიურება მეზობელმა, 78 წლის მამაკაცმა მიტოვებულ შენობაში სცადა. ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, მეზობელმა მამაკაცმა ბავშვის ნდობით და იმით ისარგებლა, რომ პატარა გოგონა იცნობდა, ის მოტყუებით მიტოვებულ შენობაში შეიყვანა და მის მიმართ გარყვნილი ქმედებებს მიმართა, თუმცა, ბავშვმა მოახერხა გამოქცეულიყო, სახლში მიირბინა და მშობლებს მომხდარის სესახებ უამბო.
ბავშვზე ძალადობას მაშინვე მოჰყვა რეაგირება და მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გოგონას ოჯახი და მეზობელთა ნაწილი 78 წლის მამაკაცის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვდა, მოხდა რამდენიმე ინციდენტიც.
ამჯერად ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები სოფლიდან პოლიციამ გაიყვანა, სახლს კი, ასევე სამართალდამცველები იცავენ.