სააკაშვილი: ივანიშვილმა მითხრა, შეეგუე პოლიტიკაში შენს დასასრულსო, მე ინგლისურად ვუპასუხე, მან ინგლისური არ იცის, მაგრამ მიხვდა...

Image

„არ მომერიდება და ვიტყვი, რომ მე და ჩემმა თანაგუნდელებმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა შევქმენით“–განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

 

 

როგორც მან  „haqqin.az“–ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ის თავს ისევ დიდი პოლიტიკის ნაწილად თვლის, რადგან საერთაშორისო დონეზე მას მოქმედი სახელმწიფო მმართველები ეკონტაქტებიან.

 

„მე მირეკავენ სენატორები, მინისტრები, მოქმედი პრეზიდენტები... ანუ, არ მაქვს განცდა, რომ არავის ვჭირდები, ან ვიღაცამ გადამაგდო. მე აქტიურად ვმუშაობ. უკრაინის მოვლენებში ვიღებ მონაწილეობას. დღევანდელ დღეს, როცა „ფეისბუქი“ არსებობს, არ არის აუცილებელი, თანამდებობის პირი იყო, რომ პროცესებზე მოახდინო გავლენა. ჩემს პოსტებს „ფეისბუქში“ 600–700 ათასი ადამიანი კითხულობს, ანუ ჩვენ სხვა ეპოქის შვილები ვართ. ამიტომ ბევრი შეცდა, როცა ფიქრობდა, რომ პოლიტიკიდან სამუდამოდ მიშორებდა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სააკაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მას ცოტა დასვენება უნდოდა, მაგრამ უკრაინის მოვლენებმა დიდი პოლიტიკაში დააბრუნა.

 

,,სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, უკრაინის მოვლენებმა დამაბრუნეს დიდ პოლიტიკაში. არ მინდოდა გამოჩენა, შესვენება მინდოდა, ჩემს თავზე მუშაობა, წიგნის დაწერა, აკადემიური გამოკვლევებით დაკავება მინდოდა; ვგეგმავდი, მეფიქრა წარსულსა და მომავალზე. ნიუ–იორკშიც კი დავბრუნდი, სადაც 90–იანებში ვცხოვრობდი, მარტო ვმგზავრობდი მეტროში, დავდიოდი მაღაზიებში. ყველაფერი ნულიდან დავიწყე. დავიღალე იმით, რომ დაცვა დამყვება, ჩემს ჩანთებს სხვა ატარებს, უამრავი ავტომობილი დამყვება...“ – განაცხადა მან.

 

 მისივე თქმით, თავად ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრისას უთხრა, რომ მისი როლი ქართულ პოლიტიკაში დასრულებული იყო და ამას უნდა შეგუებოდა სააკაშვილმა ეს დიალოგი ინტერვიუში გაიხსენა:

 

„მან მითხრა, დროა, შეეგუო, რომ ეს შენი დასასრულია ქართულ პოლიტიკაშიო, რაზეც მე ინგლისურად ვუპასუხე, „არასდროს თქვა, არასდროს“. მიუხედავად იმისა, რომ მან ინგლისური არ იცის, მიხვდა, რაც ვუთხარი.“

 

 

მან პოლიტიკა და სერფინგი შეადარა ერთმანეთს და განაცხადა, რომ ის ტალღის ქვეშ არ მოქცეულა, მხოლოდ წაიქცა.

  

„მე ეს კარგად ვიცი, რადგან სერფინგითაც და პოლიტიკითაც ვარ დაკავებული. მთავარი ისაა, რომ წყალქვეშ არ აღმოჩნდე. ჩვენი რეფორმების სწრაფი განვითარება მაფიქრებდა ხოლმე, რომ ადრე თუ გვიან, ტალღა დამფარავდა. კი, ტალღამ წამაქცია, თუმცა მე არ ჩავძირულვარ. ახლა ვტივტივებ...“– დასძინა სააკაშვილმა.

 

სააკაშვილმა კომენტარი მის დაკითხვაზე დაბარებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი სამართლებრივი დევნის დაწყება დასავლეთის მკაცრმა განცხადებებმა გადააფიქრებინა, მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ასეც რომ არ მომხდარიყო ამის ნებას ახალ ხელისუფლებას ქართველი ხალხი მაინც არ მისცემდა.

 

,,იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონისა და ევროკავშირის უმაღლესი წრეებიდან გაფრთხილებები მიიღო, რის შემდეგაც შეცვალა დამოკიდებულება. რომ არა ამერიკელი და ევროპელი კოლეგები, პირველ რიგში, ამის უფლებას თავად ქართველი ხალხი არ მისცემთ. საქართველოში ყველამ იცის, რომ არასდროს ვყოფილვარ კორუმპირებული, იმიტომ, რომ ჩემი მმართველობის დროს კორუფცია არ არსებობდა და ხალხს ეს ახსოვს“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, ახლა საქართველოში რთული პერიოდია, ქვეყნის განვითარება არ ხდება, თუმცა სააკაშვილი თვლის, რომ საქართველო ასე სწრაფად უკუსვლას არ დაიწყებს და არ დაინგრევა, რადგან მისი და მისი გუნდის შექმნილი ძლიერი ინსტიტუტები ინერციით ისევ აძლიერებს ქვეყანას.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !