
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ,,ფეისბუქით" ,,რუსთავი 2"–ის გამოქვეყნებულ იმ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც ჩანს, როგორ იღებდნენ ტელეკომპანიაში ჟურნალისტებისა და ხელმძღვანელობის პირად და საქმიან საუბრებს ფარული სათვალთვალო კამერით.
,,კარგია როდესაც ფარულ ჩანაწერშიც კი კარგად გამოიყურები. აბა, რა იყო ის შავ- თეთრი. ფერადი ბევრად ჯობია,"– წერს ჟორჟოლიანი.