-
2014-11-03 12:02
ზურაბ ჯაფარიძე წერს და აქვეყნებს მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მონაცემები გაუარესებულია.
"მსოფლიო ბანკი პერიოდულად ზომავს და აქვეყნებს 160 ქვეყნის ლოჯისტიკურ ინდექსებს, ე.წ. Logistics Performance Index-ს. ეს ინდექსი/რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია სატრანზიტო და/ან რეგიონული ჰაბის ამბიციის მქონე ნებისმიერი ქვეყნისათვის. 2007 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა პირველად გამოაქვეყნა აღნიშნული ინდექსი, საქართველო საერთოდ ვერ მოხვდა ქვეყნების ჩამონათვალში. გ
ატარებული რეფორმების შედეგად, 2010 წელს საქართველომ დაიკავა 93-ე ადგილი, ხოლო 2012 წელს - 77-ე ადგილი.
2014 წელს შეინიშნება მსოფლიო ბანკის ამ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუარესება, კერძოდ, საქართველომ უკან დაიწია 39 ადგილით და დღეს იკავებს 116-ე ადგილს.
მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკური ინდექსი კომლექსური მაჩვენებელია და ერთობლიობაში ასახავს ქვეყნის მდგომარეობას შემდეგ სფეროებში
• საბაჟო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მენეჯმენტის ეფექტურობა
• სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• გადაზიდვების განხორციელების სიმარტივე
• ლოჯისტიკური მომსახურების კომპეტენცია და ხარისხი
• და სხვა
აღნიშნულ რეიტინგში პოზიციების გაუარესება ნიშნავს რომ:
• ქვეყანა კარგავს სატრანზიტო პოტენციალს
• ქვეყანა კარგავს პოტენციალს იქცეს რეგიონულ ჰაბად
• მცირდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, რაც ნეგატიურად აისახება ინვესტიციების შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე
• მცირდება ანაკლიის პორტის მშენებლობის მასშტაბური პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
