აზერბაიჯანმა საქართველო კიდევ ერთხელ იხსნა

Image

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან საქართველო კიდევ ერთხელ იხსნა აზერბაიჯანმა, მაშინ, როცა ხელისუფლებისა და "სოკარის" წარმომადგენლები დეტალებზე შეთანხმდნენ. არის თუ არა ასე სინამდვილეში და იტყვის თუ არა "გაზპრომზე" უარს საქართველო, ცოტა ხანში გამოჩნდება. "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ trend.az-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

 

"რუსეთთან მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპის შემდეგ გაზის მოწოდების გაზრდასთან დაკავშირებით საქართველო, ბოლოსდაბოლოს, ისევ აზერაბაიჯანს დაუკავშირდა, როგორც თავის ძირითად პარტნიორსა და გაზის მომწოდებელს და დღეს თბილისში აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრაზე, ძირითადად, ტექნიკური საკითხები იყო განხილული.

 

საუბარი ეხებოდა არსებული გაზსადენის მიმდინარე მდგომარეობას და აზერბაიჯანული გაზის საქართველოსთვის მიწოდების გაზრდას, რათა დაკმაყოფილდეს ამ ქვეყნის გაზრდილი მოთხოვნილება.

 

საინტერესოა, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახაბერ კალაძის განცხადებით, ქვეყანაში დღეისათვის გაზის მოხმარება შეადგენს დაახლოებით 2,5 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში. ამასთანავე ბაზრის ყოველწლიური ზრდა შეადგენს 10%-ს, ანუ წელიწადში მაქსიმუმ 250 მილიონ კუბურ მეტრს. ასეთი ზრდის პირობებში უახლოეს 10 წელიწადში გაზის მოხმარება ქვეყანაში მიაღწევს 5 მილიარდ კუბურ მეტრს, რაც სულაც არაა ისეთი მოცულობა, რის მიწოდებასაც აზერბაიჯანი ვერ შეძლებს თავისი დიდი შესაძლებლობების პირობებში.

 

სხვა საკითხია, როგორ უნდა მოხდეს ამ მოცულობის მიწოდება საქართველოსთვის. გაჯიგაბულ-გარდაბნის მილსადენით, რომლითაც "სოკარი" აწვდის გაზს საქართველოს, მაქსიმალურად შესაძლებელია წელიწადში 2,5 მილიარდი კუბური მეტრის გატარება (შვიდი მილიონი კუბური მეტრი დღეღამეში). არსებობს კიდევ სამხრეთ კავკასიის მილსადენი, რომლითაც შაჰ დენიზის საბადოს პირველი ფაზის გაზის ნაწილი მიეწოდება საქართველოს, ხოლო დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდება თურქეთს.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანი თანდათანობით გაზრდის მოწოდების მოცულობას. კერძოდ, გაჯიგაბულ-გარდაბნის მილსადენით "სოკარი" აპირებს მაქსიმალურად გაზარდოს მოწოდება - დღეღამეში შვიდ მილიონ კუბურ მეტრამდე.

 

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის მილსადენს, მასში შესაძლებელი იქნება გაზის მიწოდების გაზრდა ზამთრის პერიოდში, როდესაც მოხმარება საგრძნობლად იზრდება და შესაბამისად, შემცირდება ზაფხულში. "სოკარმა" განაცხადა, რომ მაქსიმალურად დაკავდება ამ საკითხით. ყველაფერი დამოკიდებულია მილსადენების სიმძლავრეზე, მაგრამ ამის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში განაცხადა "სოკარის" ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა, რომ მისი კომპანია მოახდენს მილსადენის მთლიან მოდერნიზაციას, რათა გაძლიერდეს მისი გამტარუნარიანობა.

 

უფრო მეტიც, "შაჰ დენიზ-2"-ის ფარგლებში უკვე დაიწყო სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების სამუშაოები. ეს ითვალისწინებს ახალი მილსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და გაზის ორი ახალი საკომპრესორო სადგურის მშენებლობას საქართველოში. სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, გაზარდოს მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

 

ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მეტი გაზი მიეწოდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ის, რომ "სოკარი" მონაწილეობას მიიღებს საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობაში. მასში შესაძლებელი იქნება 250 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა და იგი შეივსება, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული გაზით.

 

ამრიგად, აზერბაიჯანმა კვლავ გაუწოდა დახმარების ხელი საქართველოს, რომელიც მიიღებს უფრო მეტ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად, განაახლებს თავის მილგამტარ ინფრასტრუქტურას, ააშენებს გაზის საცავს "სოკარის" სპეციალისტების მონაწილეობით. და, რაც მთავარია აზერბაიჯანი კვლავ დაიცავს საქართველოს გაზის ნაკლებობისა და რუსეთზე დამოკიდებულებისაგან."

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !