ნოდარ ჯავახიშვილი: რიკოთის გზა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

Image

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რიკოთის უღელტეხილის საკითხის მოგვარებაა.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა. ვცდილობთ, რომ ამ თვალსაზრისით ინვესტიცია მოვიზიდოთ და იმედია, ამას მოვახერხებთ. თუ არა, პარალელურად მაინც მიდის მუშაობა დონორებთანაც. შესაძლებელია, ეს დონორების მეშვეობით დაფინანსდეს, თუმცა, საქართველოს საგარეო ვალიდან გამომდინარე, გაცილებით მომგებიანი იქნება ჩინელების დაინტერესება.

 

ჩვენ გვექნება 2 სერიოზულ კომპანიასთამნ შეხვედრები ამ თვალსაზრისით. ორივეგან ჩინური მხარე მონაწილეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ დონორებმა, როდესაც თავი შეიკავეს რიკოთის უღელტეხილის დაფინანსებაზე, მთავარი არგუმენტი აქ იყო ნაკლები დატვირთვა, ანუ ავტომობილების ნაკლები რაოდენობა. ამიტომ, თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიციას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინეთის ტვირთები უფრო მეტად გადაადგილდებიან ჩვენს ავტობანზე.

 

ასევე, იქნება სხვა მიმართულებით შეხვედრები. ჩემი ყველა მოადგილე ჩართულია. ასევე, ყველა ჩვენი სტრუქტურა. წყლის და ინფრასტრუქტურის პროექტებზეც იქნება საუბარი, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე რიკოთია და თუ შევძელით, ინვესტორების დაინტერესება თბილისის შემოვლით გზაზე“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ქვეყანას რიკოთის უღელტეხილის გზით დაინტერესების 2 შემოთავაზება აქვს: „ჯერჯერობით გვაქვს ინვესტორებისგან 2 შეთავაზება. ერთმანეთისგან განსხვავებული გარკვეულ ნიუანსებში, მაგრამ ძირითადად მსგავსია. დაახლოებით 30-50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ მათ და თუკი შევთანხმდებით რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ, ამ პერიოდის განმავლობაში ეს იქნება ფასიანი გზა. შესაბამისად, მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე, მოხდება ინვესტიციის ამოღება“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !